26 მაისის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას იწყებს - კამპანიას, რომელიც თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობასა და მომავალზე გვაფიქრებს.

„მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“ - ეს არის მთავარი მესიჯი, რომელსაც წლევანდელი ვიდეორგოლი ეფუძნება. იდეას, რომ თავისუფლება მხოლოდ წარსულში მოპოვებული ისტორია არ არის - ის ყოველდღე თავიდან იბადება ადამიანებში, არჩევანში, სითამამეში და იმ თაობაში, რომელიც მოდის.

სწორედ ამიტომ იქცა ვიდეორგოლის მთავარ გმირად მომავალი თაობა - თაობა, რომელიც მოძრაობას არ აჩერებს; რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის სიტყვა „შეუძლებელი“ და ყველა „არას“, ყველა „ვერას“ თუ ყველა დაკეტილი კარის მიუხედავად, მაინც პოულობს გზას ხოხვით, სირბილით, ქროლვით… და ასე, შეუჩერებლად მოდის.

„26 მაისის მოახლოებასთან ერთად, ყოველთვის თავიდან ვიწყებთ ფიქრს, რას ნიშნავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა - ვინ ქმნის მას, ვინ აგრძელებს და ვის ეკუთვნის მისი მომავალი. წელს ამ კითხვებზე პასუხის ძიებამ მომავალ თაობამდე მიგვიყვანა. მომავალ თაობაში ცნობისმოყვარეობა შიშზე ძლიერია, მათთვის ყველა საზღვარი დროებითია და “თუ კარი დაკეტილია, ისინი ფანჯრიდან შემოდიან”. სწორედ ასე მოდის მომავალი - შეუჩერებლად. ასე შეიქმნა კამპანიის მთავარი გზავნილიც: “მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ცანავა.

ნახეთ საქართველოს ბანკის 26 მაისისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი: