2026 წლის აპრილში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, Bmatch პლატფორმით, 333.3 მილიონი დოლარი შეისყიდა, ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
სწორედ აქედან გამომდინარე, გასულ თვეში რეზერვების მოცულობა 154 მილიონი დოლარით, 6.47 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რისი ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი სწორედ რეზერვების შესყიდვა იყო, ხოლო ჯამურად, იანვარ-აპრილში სებ-მა 833 მილიონი დოლარი შეისყიდა.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
- იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
- თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
- მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
- აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი













