საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ვფიქრობ, შევძლებთ, უფრო მეტი ჩინელი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში, – ამის შესახებ ITB China-ს დირექტორმა, ლიდია ლიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ITB China 2026-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსი ექნება.
„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვაანონსებთ, რომ საქართველოს ITB China 2026-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსი ექნება. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის წყალობით, ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, უფრო მეტი ჩინელი მოგზაური ჩამოვიყვანთ საქართველოში, რათა კულტურული გამოცდილება მიიღონ და დატკბნენ თქვენი პეიზაჟებით, რომლებიც მართლაც მშვენიერია“, – განაცხადა ლიდია ლიმ.













