„ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ამერიკულ კომპანიას მიჰყიდის, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ თავისი უცხოური აქტივების ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია Carlyle Group-ისთვის მიყიდვას დათანხმდა.
„ლუკოილის“ განცხადებით, Carlyle Group-ს მისი შვილობილი კომპანიის Lukoil International GmbH-ის მიყიდვის შესახებ შეუთანხმდა, რომელიც ნავთობკომპანიის უცხოურ აქტივებს აკონტროლებს.
„ლუკოილის“ ინფორმაციით, შეთანხმება ყაზახეთში არსებული აქტივების გაყიდვას არ მოიცავს.
„შეთანხმება გარკვეულ წინაპირობებს ექვემდებარება, მათ შორის საჭირო მარეგულირებელი ორგანოების თანხმობას, კერძოდ, აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ნებართვას“, - ნათქვამია „ლუკოილის“ განცხადებაში.













