თბი­ლის­ში, ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე, გვი­ან ღა­მით გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის დროს შემ­თხვე­ვით გამ­ვლელ­მა კუ­რი­ერ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, ხელი შე­უ­შა­ლა ცე­ცხლის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის­კენ გავ­რცე­ლე­ბას.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი რე­დაქ­ცი­ას­თან ჰყვე­ბი­ან, ქუ­ჩა­ში გან­თავ­სე­ბულ დიდ ნაგ­ვის ურ­ნებს ძლი­ე­რი ცე­ცხლი ეკი­და, ხან­ძა­რი სწრა­ფად ვრცელ­დე­ბო­და, ცე­ცხლი უკვე გა­და­სუ­ლი იყო კორ­პუ­სის წინ მდგარ ხეზე და საფრ­თხეს უქ­მნი­და იქვე გა­ჩე­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, კუ­რი­ე­რი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გად­მოხ­ტა სკუ­ტე­რი­დან, მი­ვარ­და ხან­ძრის კე­რას­თან და ან­თე­ბუ­ლი ურ­ნე­ბი ფე­ხით გა­და­წია, რათა ისი­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლებს მო­შო­რე­ბო­და. ამის შემ­დეგ კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლებს წყა­ლი გა­მო­არ­თვა და ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბა სცა­და, თუმ­ცა ძლი­ე­რი ქა­რის გამო მისი ლიკ­ვი­დი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და.

მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ი­ძა­ხა. ად­გილ­ზე მი­სულ­მა მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა და სრუ­ლად ჩაქ­რო­ბა შეძ­ლეს.

ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კუ­რი­ე­რის სწრაფ­მა რე­ა­გი­რე­ბამ გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა, რად­გან მან ხელი შე­უ­შა­ლა ცე­ცხლის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის­კენ გავ­რცე­ლე­ბას, ვიდ­რე ად­გილ­ზე სა­ხან­ძრო ეკი­პა­ჟი მი­ვი­დო­და.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზეზს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი და­ად­გე­ნენ.

ფო­ტო­ე­ბი და ვი­დეო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან რე­დაქ­ცი­ას ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლებ­მა მი­ა­წო­დეს.