წლევანდელი ზაფხულის ერთ-ერთმა ყველაზემასშტაბურმა საფეხბურთო მოვლენამ სტარტი აიღო— თბილისში, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში A.C. Milan-ის ოფიციალური საფეხბურთო კემპი „Milan Junior Camp Tbilisi“ დაიწყო.
ეს უნიკალური შესაძლებლობაა 6-დან 15 წლამდებავშვებისთვის, ივარჯიშონ „მილანის“ აკადემიისოფიციალური მწვრთნელების ხელმძღვანელობით დაგაიარონ ზუსტად ის პროგრამა და მეთოდოლოგია, რომლითაც იტალიური გრანდის აკადემიაშიმომავალი ფეხბურთელები იზრდებიან.
კემპი 22 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მისიმონაწილეები მიიღებენ:
• „მილანის“ ოფიციალურ ეკიპირებას; • საერთაშორისო სერტიფიკატს; • ევროპული საფეხბურთო გარემოს გამოცდილებას; • და შესაძლებლობას, მოხვდნენ „მილანის“ სკაუტების ყურადღების ცენტრში.
როგორც A.C. Milan-ის კემპის პარტნიორი მალხაზმუსერიძე აღნიშნავს, პროექტის მიმართ ინტერესიგაიზარდა და შარშანდელი წარმატებულიგამოცდილების შემდეგ, მოთხოვნა განსაკუთრებითმაღალია.
„წელს კემპის მონაწილეთა რაოდენობამ,დაახლოებით, 220 ბავშვს მიაღწია. ეს პროგრამაბავშვებს დიდ პერსპექტივასაც უხსნის: „მილანი“ საერთაშორისო ფორმატით აწარმოებს სელექციასდა მუდმივად აკვირდება ახალგაზრდა ტალანტებს.
შარშან „მილანთან“ გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში სრულფასოვანი აკადემიისგახსნას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით, ძალიანინტენსიურად ვმუშაობთ. ეს სკრუპულოზურიპროცესია და უამრავ დეტალს მოიცავს, თუმცა იმედიმაქვს, რომ ამ შრომის შედეგს მალე ვიხილავთ,“ — აცხადებს მალხაზ მუსერიძე.
„Milan Camp Tbilisi 2026“-ის ორგანიზატორისა დასაქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი ფოფხაძის თქმით, გასულ წელსჩატარებულმა კემპმა იტალიელი მწვრთნელებისმოლოდინსაც გადააჭარბა.
„მილანის“ ოფიციალურ მწვრთნელებს მსოფლიოსსხვადასხვა ქვეყანაში არაერთი კემპი აქვთჩატარებული, თუმცა თავად აღნიშნეს, რომსაქართველოში ისეთი მომზადებული და ნიჭიერიბავშვები დახვდათ, როგორიც სხვაგან იშვიათადუნახავთ. პირდაპირ თქვეს — საოცარი თაობამოდისო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ასეთიპროექტები არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედთავად „მილანისთვისაც“ საინტერესოა,“ — ამბობსფოფხაძე.
მისივე თქმით, იტალიელი სპეციალისტები გასულწელს მონაწილე მოზარდებს ახლაც აქტიურადაკვირდებიან და რამდენიმე ბავშვი უკვემონიშნულიც ჰყავთ, თუმცა არსებული რეგულაციებისგამო, 18 წლამდე მოთამაშეების უცხოეთშიგადაყვანა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
„საქართველოში ჩვენ გვაქვს სააგენტო, სადაც ბევრიჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, ასევეახალგაზრდული ნაკრების... არ მინდა, რომ სახელებიდა გვარები ჩამოვთვალო — ვინც ერკვევა, ალბათმიხვდება... მაგალითად, შარშანდელი კემპის შემდეგორ ბავშვთან დავიწყეთ ურთიერთობა. აქედან ერთიბორჯომელი ბავშვია და გაოცებულები ვართ მისისპორტული უნარებითა და მონაცემებით. ის ჯერმხოლოდ 9 წლის არის,“ — აცხადებს გიორგიფოფხაძე.
ორგანიზატორების თქმით, პროექტის მთავარიმიზანი მხოლოდ ერთკვირიანი საფეხბურთოგამოცდილება არ არის. საუბარია იმაზე, რომქართველმა ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახონევროპული საფეხბურთო სტანდარტი — დისციპლინა, გუნდური მუშაობა, ტაქტიკური აზროვნება დაპროფესიონალური გარემო, სადაც მსოფლიოფეხბურთის მომავალი იზრდება.
„მეც ყოფილი ფეხბურთელი ვარ და ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს „მილანი“, რამხელა კლუბია დარამხელა ბედნიერებაა, გეცვას „მილანის“ მაისურიდა ერთი კვირის განმავლობაში გამოცდილებასპროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად იღებდე... ალბათ ეს ერთი კვირა ჩვენი მომავალი თაობისთვისკიდევ უფრო განსხვავებული და დაუვიწყარი იქნება. ბავშვები ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ.
მე, მაგალითად, იმ ასაკში ასეთ კემპში რომ მიმეღომონაწილეობა, მგონია, მომავალში ჩემიკარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრამპლინიიქნებოდა. აქ სწავლობენ დისციპლინას, გუნდურ დატაქტიკურ მუშაობას... მომავალში ეს მოზარდებსძალიან დაეხმარებათ,“ — ამბობს ფოფხაძე.
აღსანიშნავია, რომ, როგორც შარშან, ისე წელს, პროექტის მხარდამჭერია საქართველოში იტალიის საელჩო.






















