სექტემბრის ბოლოსთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადების გამო, Apple-ის ხარჯები თითქმის 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ამის შესახებ Apple Insider განაცხადა.

მათი მონაცემებით, ახალი იმპორტის ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ, კომპანიამ უკვე 800 მილიონი დოლარი დაკარგა. მიმდინარე ფინანსური კვარტლის ბოლოსთვის ამ თანხას კიდევ 1.1 მილიარდი დოლარი დაემატება.

აღნიშნულია, რომ Apple-ის მიერ გადახდილი გადასახადების უმეტესობა ტრამპის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებს უკავშირდებოდა. თუმცა, ამჟამად, აშშ-ში გაყიდული iPhone-ების უმეტესობა ინდოეთიდან მოდის, ხოლო Mac-ების, iPad-ების და Apple Watch-ების უმეტესობა ვიეტნამში იწარმოება.

ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple ზედიზედ მეორე წელია ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა. 2020 წელს მისი ფასი 11%-ით გაიზარდა და 574.5 მილიარდ დოლარს მიაღწია.