შვეიცარიამ სანქციების სიიდან რუსი ბიზნესმენები, მიხეილ ფრიდმანი და ალიშერ უსმანოვი ამოშალა. ამის შესახებ შვეიცარიის ეკონომიკური საკითხების სამდივნო იუწყება.

ინფორმაციას Deutche Welle იუწყება.

ფრიდმანის და უსმანოვის გარდა, სანქციები გაუქმდა ყირიმის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, ანდრეი ფილატოვისა და იურიდიული პირის, Redbird Corporate Services Ltd-ს მიმართ.

ევროპულმა საბჭომ 22 სექტემბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 3 წლით გაახანგრძლივა. პარალელურად ამ სიიდან ალიშერ უსმანოვი და მიხეილ ფრიდმანი ამოიღეს. ფრიდმანის და უსმანოვის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას ყველა ქვეყანამ მხარი დაიჭირა ლატვიის გარდა.