ჟანგბადის თერაპიის საჭიროებამ შეიძლება ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი მნიშვნელოვნად შეცვალოს. როცა რეგულარულადაა საჭირო დამატებითი ჟანგბადის მიღება დღის განმავლობაში, სახლიდან ცოტა ხნით გასვლასაც კი წინასწარ დაგეგმვა სჭირდება. არადა დღეს ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებენ - სამსახური, მეგობრებთან შეხვედრები, მოგზაურობა, დიდი ღონისძიებები (მაგალითად, ოჯახის წევრის ქორწილი თუ დაბადების დღე) ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია. და ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია მათ გამოვაკლდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ასეთ სიტუაციებში პორტატული ჟანგბადის აპარატები უბრალოდ დამხმარე აღარაა, არამედ პირდაპირი გავლენა აქვს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე.
ჟანგბადის კონცენტრატორი სჭირდებათ მათ, ვისაც ჰიპოქსემია და ჰიპოქსია აწუხებთ. ჰიპოქსემია სისხლში ჟანგბადის ნაკლებობაა, ხოლო თუ ამის გამო ქსოვილები საკმარის ჟანგბადს ვეღარ იღებს, უკვე ჰიპოქსია ვითარდება. ჟანგბადის ნაკლებობას ძირითადად სატურაციის (SpO2) მაჩვენებლით ადგენენ. ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანების უმეტესობაში სატურაცია 95%–100%-ის ფარგლებშია.
თუ პაციენტის სატურაციის მაჩვენებელი ქრონიკულად ამ მაჩვენებელზე დაბალია, ექიმი ხშირად ოქსიგენოთერაპიას ნიშნავს: თერაპიას, როდესაც სპეციალური ჟანგბადის კონცენტრატორის დახმარებით პაციენტის სისხლში სატურაციის მაჩვენებელი სტაბილურდება. აღსანიშნავია, რომ ოქსიგენოთერაპია ჰიპოქსემიის მთავარი გამომწვევი მიზეზების სამკურნალოდ არ გამოიყენება. ძირითად დაავადებას ექიმი სპეციალიზებული პროტოკოლით მკურნალობს.
ჟანგბადის თერაპიის არაკლინიკურ გარემოში ჩატარების პრაქტიკული მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად ჩანს იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად დადიან ოფისში და მოგზაურობენ. პორტატული მოდელი სახლის გარეთ განგრძობითი დროით ყოფნას უფრო მარტივად დასაგეგმს ხდის. მთავარი პირობაა, მოწყობილობის რეჟიმი პაციენტის სამედიცინო საჭიროებას შეესაბამებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია ელემენტის რესურსის წინასწარ გათვლაც. თუ პაციენტს მთელი დღის გარეთ გატარება უწევს, უნდა ჰქონდეს რამდენიმე სავარაუდო ვარიანტი მაინც, სად შეძლებს აპარატის დამუხტვას.
თუ აპარატი პაციენტს მოკლე დროით სჭირდება (მაგალითად, დაავადების მკურნალობის და შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში), ყიდვაზე უფრო პრაქტიკული ქირაობაა. ასეთ შემთხვევაში, კონცენტრატორის მომზადებასა და მოვლაზე კი პროვაიდერი ზრუნავს. ორქა მედიქალის სასუნთქი აპარატების გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ქირაობის პირობებს.
ამასთან, სუნთქვასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა არ საჭიროებს მაინცდამაინც ჟანგბადის კონცენტრატორს. შედარებით მსუბუქი შემთხვევების, მაგალითად, ძილის ობსტრუქციული აპნოეს დროს, ექიმმა შეიძლება CPAP აპარატის გამოყენება დანიშნოს. შედარებით მძიმე შემთხვევისთვის კი შესაძლოა BiPAP აპარატის დახმარება გირჩიოთ. BiPAP აპარატი ჟანგბადის წნევას ორ სხვადასხვა დონეზე არეგულირებს. ჩასუნთქვისას წნევა შედარებით მაღალია, ხოლო ამოსუნთქვისას ვარდება. წნევის ამგვარი ცვალებადობა გათვლილია გაუადვილოს პაციენტს სუნთქვა.
თუ ექიმმა დაბალი სატურაციის გამო დამატებითი ჟანგბადი დანიშნა, აუცილებლად დააზუსტეთ, კონკრეტულად რომელ ტიპზე აქვს საუბარი. სიპაპ და ბიპაპ აპარატებით ჟანგბადის კონცენტრატორი არ ნაცვლდება. თითოეულ მოწყობილობას კონკრეტული დანიშნულება აქვს. სწორი გამოყენება დიაგნოზსა და ექიმის რეკომენდაციაზეა დამოკიდებული. თვითნებურად არჩევა რეკომენდებული არაა.
პორტატული ჟანგბადის კონცენტრატორის მთავარი ღირებულება მის ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივად ინტეგრაციის შესაძლებლობაა. ის პრობლემების გამომწვევ ძირითად მიზეზს არ კურნავს, მაგრამ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. დანიშნული ჟანგბადის თერაპიის არაკლინიკურ პირობებში ჩატარების შესაძლებლობა ნიშნავს, რომ ადამიანს ხშირად შეუძლია ცხოვრების ძველი რიტმი შეინარჩუნოს - იაროს სამსახურში, არ გამოაკლდეს ოჯახურ შეკრებებს და, ზოგ შემთხვევაში, იმოგზაუროს კიდეც.













