ნათია ჯანაშიას 2 წელია ერთი საბუთიც არ წარმოუდგენია მტკიცებულების სახი...
„ჩვენი დაკვირვებიდან
გამომდინარე, შეიძლება
ითქვას, რომ ნათია ჯანაშიამ
ინვესტორთან ბრძოლის
გზაზე რამდენიმე ძირითადი
ხაზი გამოკვეთა. მისი
ერთ-ერთი მთავარი ნარატივი,
დავის საწყის ეტაპზე იყო,
რომ თითქოს მას ინვესტორმა
მოტყუებით იაფად
გააყიდინა “აკადემიის” 70
%-იანი წილი. მას ამის
დამადასტურებელი საბუთი
საზოგადოებისთვის არ
წარუდგენია. მეორე მხრივ კი
დადგა ფაქტი, რაც ლევან
სამხარაულის სახელობის
ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს დასკვნით
დადასტურდა. კერძოდ ის, რომ
29,3 მილიონი ლარი, რაც წილის
საფასურად ნათია ჯანაშიამ
და მისმა ქმარმა, დავით
ცეცხლაძემ საკუთარ
ანგარიშებზე გარიგების
დადებისთანავე თანაბრად
მიიღეს, 500 000 ლარით
აღემატებოდა იმ დროისთვის
არსებულ საბაზრო
ფასს.ერთხანს ნათია
ჯანაშიას მხარე
საზოგადოების დარწმუნებას
იმაშიც ცდილობდა, რომ
გარიგების საფასური
სრულად არ ჰქონდათ
მიღებული. მათ ვერც ეს
“გზავნილი” დამტკიცეს.
საპირისპირო კი იოლად
დადასტურდა - გარიგების
სრული საფასური (29,3 მლნ
ლარი), სამეწარმეო რეესტრში
შესაბამისი ცვლილების
ასახვისთანავე, თანაბრად
ჩაერიცხათ ნათია ჯანაშიას
და მის ქმარს საკუთარ
საბანკო ანგარიშებზე”, -
აცხადებენ აფბას
მონიტორინგის
სამსახურში.ორგანიზაციის
მონიტორთა თქმით, წილის
გაყიდვა-არგაყიდვის თემას
ნათია ჯანაშია არც შემდგომ
პერიოდში ანებებდა თავს.
“ნათია ჯანაშია
პერიოდულად ცდილობდა
საზოგადოების
დარწმუნებას, რომ წილი კი
არ გაყიდა, არამედ
საინვესტიციო პირობების
დაპირების სანაცვლოდ
დათმო… “სკოლა არც
გამიყიდია და არც გავყიდი”,
- ამ ხმამაღალი შეძახილით
იგი ემოციური მუხტის
შექმნას და საკუთარი
დაუსაბუთებელი ნარატივის
სიმართლედ წარმოჩენას
ცდილობდა. მაგრამ ფაქტი,
რომ 30 მილიონამდე ლარი
გაქვს მიღებული წილის
სანაცვლოდ, ბუნებრივია,
ჯიუტი აღმოჩნდა და ცხადია,
საზოგადოების იმაში
დარწმუნება, რომ
კოლოსალური თანხა
მიღებული გაქვს, მაგრამ
წილი არ გაგიყიდია, მით
უფრო მაშინ, როცა ამაზე
ჩივილს მხოლოდ მას შემდეგ
იწყებ, როცა თანხების
გაფლანგვა-მიტაცებაში
შემჩნევის გამო, ინვესტორი,
“აკადემიის” მართვის
ბერკეტებს გართმევს და
მენეჯმენტიდან
გიშვებს…ნათია ჯანაშიას
პოზიციებს ვერ
გაამაგრებდა”, - დასძენენ
ორგანიზაციაში.აფბას
მონიტორები ნათია
ჯანაშიას კიდევ ერთ
დაუდასტურებელ
“გზავნილზე” ამახვილებენ
ყურადღებას. - “მინორიტარი
აქციონერი, გარიგების
დადებიდან მე-6 წელს იწყებს
იმაზე აპელირებას, რომ
თითქოს, ინვესტორს
დაპირება ჰქონდა გაცემული,
რომ მის საკუთრებაში
არსებულ ოქროყანის მიწას,
“აკადემიის” კაპიტალში
უსასყიდლოდ ასახავდა. მან
ვერც ეს ნარატივი
დაადასტურა, რამდენადაც
არც მხარეთა შორის
გაფორმებულ მემორანდუმში,
არც ხელშეკრულებაში,
მსგავსი არაფერი იძებნება.
ეს ორი დოკუმენტი კი
მხარეთა შორის არსებული
გარიგების
განმსაზღვრელია. როგორც
ირკვევა, მხარეები მართლაც
შეთანხმებულები იყვნენ
ოქროყანის მიწის
კომპანიის კაპიტალში
შეტანაზე და ამ აქტივის
გამოყენებით “აკადემიის”
ფიზიკურად გაფართოებაზე,
მაგრამ ეს შენატანი უნდა
განხორციელებულიყო
წილობრივად, ანუ ინვესტორს
უნდა შეეტანა მიწა, ხოლო
მინორიტარ აქციონერს
თანხა - მიწის საბაზრო
ღირებულების 30%-ის
ოდენობით”, - ამბობენ
აფბაში.აფბაში აცხადებენ,
რომ ისე აწარმოებს
სამართლებრივ დავას
ინვეტორის წინააღმდეგ და
ამ დავის თანამდევ პიარ
კამპანიას, რომ
საზოგადოებისთვის მისი
სიმართლის
დამადასტურებელი არც ერთი
დოკუმენტი
საზოგადოებისთვის არ
გაუცვნია.“თუმცა, უნდა
ითქვას, რომ იყო ერთი,
მართალია, წარუმატებელი,
მაგრამ მაინც მცდელობა, რომ
ნათია ჯანაშიას მხარეს
საბუთით გაემაგრებინა
ემოციური მუხტით
გაჯერებული ნარატივი. -
როდესაც საზოგადოებისთვის
ნათელი გახდა, რომ ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურში საქმე
წარმოებს 4 მლნ აშშ დოლარის
შესაძლო
გაფლანგვა/მიტაცების
ფაქტზე, რაც ნათია ჯანაშიას
მენეჯმენტის პერიოდში
მისი ქმრის მიერ კურირებულ
ლისის კამპუსების
მშენებლობას უკავშირდება,
მისმა მხარემ სოცქსელში
გაავრცელა არქიტექტურული
კომპიუტერული პროგრამით
დამუშავებული
„სქრინშოტები“, თითქოს ეს
თანხები კამპუსების
საგანგებო მასალებით
აგებასა და მოპირკეთებას
მოხმარდა. არანაირი
ხარჯთაღრიცხვა, არანაირი
თავდაპირველი და საბოლოო
ბიუჯეტები, არანაირი
ფინანსური დოკუმენტაცია.
მხოლოდ „სქრინშოტები“, -
სულ ეს იყო“, - აცხადებენ
აფბას მონიტორინგის
სამსახურში.
1788859092