Financial Times ბრიტანეთის საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც მეორე ადგილს საქართველოს ბანკის და Lion Finance Group-ის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე იკავებს.

მასთან ერთად, სიაში წარმოდგენილი არიან ისეთი მსოფლიო ბრენდების ხელმძღვანელები, როგორებიცაა: Rolls-Royce, Barclays, Standard Chartered, Unilever და სხვები.

Financial Times-ის ახალი CEO Performance Ranking განსხვავებულ ფაქტორებს აერთიანებს და FTSE 100-ში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელებს ცხრა კრიტერიუმის მიხედვით აფასებს, მათ შორისაა კორპორაციული მართვის სტილი, ანალიტიკოსების შეფასებები, ESG პარამეტრები და სხვა მახასიათებლები.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ Financial Times-მა ბრიტანეთის საუკეთესო კომპანიების ლიდერებს შორის მეორე ადგილზე დაგვასახელა. ეს, პირველ რიგში, ჩვენი გუნდის მიღწევების დაფასებაა და მსურს, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო. ამავდროულად, ვფიქრობ, ეს საქართველოსა და სომხეთში ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წარმატების აღიარებაცაა - იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვქმნით და რომელიც საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს”, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

Financial Times-ის ეს აღიარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჯგუფის განვითარებაში - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2026 წელს, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ის წევრი, პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის ტოპ 100 კომპანიას შორის (FTSE 100) მოხვდა.