2026 წლის თებერვლის მიწოდების ოქროს ფიუჩერსების ფასმა Comex-ის ბირჟაზე (ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის განყოფილება) ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ტროას უნციაზე 4,500 დოლარს გადააჭარბა.

თბილისის დროით დილის 4:13 საათის მონაცემებით, ძვირფასი ლითონის ფასი ტროას უნციაზე 4,500.2 დოლარს შეადგენდა (2.57%-ით მეტი).

თბილისის დროით დილის 4:31 საათისთვის ოქროს ფასი აჩქარებით გაიზარდა და ტროას უნციაზე 4,504.1 დოლარს მიაღწია (2.66%-ით მეტი).