გალტ & თაგარტის 15–19 დეკემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები მწვანე ზონაში ივაჭრებოდა როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 92.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.09% წინა კვირასთან შედარებით და +19.12% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 449 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 91.05 - 93.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 40.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.00% წინა კვირასთან შედარებით და +9.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 378 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.60 - 41.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 80 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 30.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.34% წინა კვირასთან შედარებით და +21.29% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 310 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.70 - 30.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.