საქართველოს ბანკს, როგორც ბიზნესის მთავარ მხარდამჭერს, მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებას კი რეგიონების განვითარება წარმოადგენს. სწორედ აჭარის რეგიონზე, იქ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსს, ნათია ღლონტს.
„საქართველოს ბანკი წლებია ბიზნესების სანდო პარტნიორი და მთავარი მხარდამჭერია. ბანკის პრიორიტეტია ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერება, რეგიონის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ეკონომიკური სტიმულირება. პარტნიორობა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას არ გულისხმობს. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემური მიდგომა, რომელიც ბიზნესის განვითარებისა და გაძლიერებისთვის საჭირო მთლიანი ეკოსისტემის შექმნას მოიცავს. შესაბამისად, საქართველოს ბანკი არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ბიზნესის სტრატეგიული, სანდო პარტნიორია“ - ამბობს ნათია ღლონტი.
აჭარის რეგიონი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. რეგიონი გამოირჩევა დივერსიფიცირებული ეკონომიკით, რაც ბიზნეს სექტორების მრავალფეროვნებაში გამოიხატება.
„აჭარა სიდიდით მეორეა ადგილს იკავებს საქართველოს ეკონომიკაში. რეგიონი ძალიან მრავალფეროვანია და წარმოდგენილია ფაქტობრივად ყველა სექტორი, დეველოპმენტი, წარმოება, ენერგეტიკა, ვაჭრობა. თუმცა, როგორც შავი ზღვისპირა კურორტი, ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მიმართულებები, როგორიცაა მომსახურების, განთავსების, კვების, რეკრეაციისა და ტრანსპორტის, წამყვან როლს თამაშობენ და ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორები არიან რეგიონულ ეკონომიკაში“, - აღნიშნავს ის.
გალტ & თაგარტის კვლევებზე დაყრდნობით, საქართველოში ტურიზმის დინამიკა მზარდია. 2025 წლის 9 თვეში ტურისტების რაოდენობა 7.9%-ით გაიზარდა და 4.3 მლნ. ადამიანს მიაღწია. ბოლო წლების მსგავსად, საქართველოში ტურიზმის ზრდა დიდწილად აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა.
„ბოლო წლის მონაცემებით, ტურიზმის დინამიკა კვლავ მზარდია, რასაც ხელს უწყობს საერთაშორისო ტურისტული ნაკადების ზრდა. ეს კი დადებითად აისახა ბათუმის სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებლებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ბოლო წლებში სასტუმროების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დატვირთულობა სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა. სამომავლოდაც, მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადის და მათი დარჩენის ხანგრძლივობის ზრდა, რათა სასტუმროების დატვირთულობა და აპარტამენტების საინვესტიციო მიმზიდველობა შენარჩუნდეს“ - ამბობს ნათია ღლონტი.
ტურიზმთან ერთად, აჭარაში ერთ-ერთი მთავარი უძრავი ქონების სექტორი და მასთან დაკავშირებული საქმიანობებია.
“ბოლო წლებში, ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად განვითარდა. გაიზარდა მოთხოვნა საცხოვრებელი და საინვესტიციო უძრავი ქონების მიმართულებით. დღეს ეს სექტორი და მასთან დაკავშირებული საქმიანობები ეკონომიკის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს. მათ ჯამურად რეგიონული ეკონომიკის 30%-მდე უჭირავთ. ინფორმაციისთვის, 2022-2023 წლებში დეველოპერულ პროექტებზე მოთხოვნამ რეკორდულ დონეს მიაღწია, რასაც 2024 წლიდან მოსალოდნელი ეტაპობრივი სტაბილიზაცია მოჰყვა. სამომავლოდ, ამ სტაბილური მაჩვენებლის შენარჩუნებას ველით.
აქვე საგულისხმოა ისიც, რომ თუ ახალი პროექტები ადრე ძირითადად ბათუმში ხორციელდებოდა, ახლა ქალაქის საზღვრებს გასცდა და მსგავსი პროექტები გონიოში, მახინჯაურში, ქობულეთსა და სხვა ზღვისპირა დასახლებებში აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნავს ის.
აჭარის რეგიონი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეც დგას. გალტ & თაგარტის შეფასებით, 2029 წლისთვის ბათუმში მოკლევადიანი ქირის აპარტამენტების რაოდენობის გაორმაგებაა მოსალოდნელი, რაც ტურისტული ნაკადების სწრაფი ტემპით ზრდას საჭიროებს.
„აჭარას აქვს გრძელვადიანი განვითარების მყარი საფუძველი. მომდევნო წლები გვაჩვენებს თუ როგორ მოახერხებს რეგიონი მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსებას და კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად ტურისტული ნაკადების სტაბილურად მოზიდვას.
საქართველოს ბანკი აჭარაში ბიზნესების წინაშე არსებულ გამოწვევებზე პასუხს სისტემური მიდგომით სთავაზობს. ჩვენი მიზანია, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს ხელი შევუწყოთ გაზარდონ ოპერაციული ეფექტიანობა და მათი კონკურენტული უპირატესობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ბიზნესებს მხარს უჭერს არა მხოლოდ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, არამედ, მათ საკონსულტაციო მხარდაჭერას,
ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს და გაყიდვების სტიმულირების მხარდაჭერას ვთავაზობთ. ამასთანავე, ვქმნით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პარტნიორ ბიზნესებს ჩვენი სერვისებისა თუ ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას ვაძლევთ“, - დაამატა მან.
ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და რეგიონული ეკონომიკის სტიმულირება კვლავ რჩება მთავარ პრიორიტეტად. 2026 წლისთვის, ბანკი აჭარის რეგიონში კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებას და რეგიონის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს რეგიონული განვითარების ხელშეწყობას და აჭარაში ბიზნესების მხარდაჭერას. ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტია ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და რეგიონული ეკონომიკის სტიმულირება. აღსანიშნავია, რომ ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც აჭარის რეგიონისთვის, მწვანე და მდგრადი განვითარების მიმართულებით, დამატებითი რესურსების მობილიზებას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, ადგილობრივ ბიზნესებს შევუქმნათ ყველა პირობა საქმიანობის განვითარების, ზრდისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის“. - აღნიშნა ნათია ღლონტმა.












