გერმანიის კანცლერმა მერცმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას 500 მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს.

მისი თქმით, მატერიალური ზარალი დაახლოებით 500 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

„რუსეთმა ეს ზარალი უნდა გადაიხადოს. სანამ ეს არ მოხდება, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს და არც ექნება წვდომა გაყინულ რუსულ აქტივებზე“, - განაცხადა მერცმა.