სომხეთს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ეღიარებინა.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 15 სექტემბერს, საერთაშორისო კონფერენციაზე „ყოვლისმომცველი უსაფრთხოება და მდგრადობა 2025“ განაცხადა.

„მე ვაღიარე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა (2022 წლის ოქტომბერში), რათა მათ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ეღიარებინათ. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა“, - აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთის უსაფრთხოების ლეგიტიმურობა კიდევ უფრო გაამყარა ვაშინგტონში 8 აგვისტოს პარაფირებული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებამ.

„ამ დოკუმენტს სათანადო შეფასება არ მიუღია. ასე ვფიქრობ, რადგან ეს არის პირველი ორმხრივი საერთაშორისო დოკუმენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც ორივე ქვეყანამ მიიღო და რომელსაც იურიდიული ძალა აქვს“, - დასძინა ფაშინიანმა.