ჩინეთი 2027 წლისთვის ნახშირის სარეზერვო სიმძლავრის შექმნის გეგმას ავითარებს, რათა ელექტროსადგურებს ქვანახშირის მოქნილი მარაგი მიაწოდოს.

საუბარია 2030 წლისთვის 300 მილიონი ტონა რეზერვის დაგროვებაზე. ეს აუცილებელია ფასების ძლიერი რყევების, ბუნებრივი კატასტროფების და ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების მკვეთრი ცვლილებების აღმოსაფხვრელად, აღნიშნეს ჩინეთის ხელისუფლებამ.

ქვეყნისთვის, რომელიც წლიურად წვავს 4 მილიარდ ტონაზე მეტ ნახშირს, ეს მარაგი არ არის დიდი. სავარაუდოდ, ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს შიდა ბაზარზე ფასების ზრდის შერბილებას.