18 აპრილს, 18 საათზე მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“, თბილისში მცხოვრები, ბავშვთა სახელოვნები განათლების სფეროში მოღვაწე პედაგოგ-მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

გამოფენის ორგანიზატორია „ბავშვთა საერთაშორისო ფონდი“, რომელიც აღნიშნული ღონისძიებით მიზნად ისახავს 80-ზე მეტი პედაგოგ მხატვარის წარმოჩენას, ფართო საზოგადოებისთვის მათი შემოქმედების გაცნობასა და წახალისებას და სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაში ხელშეწყობას.

გამოფენა ეწყობა „ბავშვთა საერთაშორისო ფონდსა“ და მხატვართა კავშირს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

დასაწყისი: 18:00

მის: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #6 (საქართევლოს მხატვართა კავშირი. მისასვლეი ყაზბეგის გამზირიდან, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორია)

საკონტაქტო პირი: ანა ალავერდაშვილი: 599772148