2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის მაჩვენებელს 39.6%-ით (229 მლნ აშშ დოლარით), ხოლო 2023 წლის შედეგს 1.5%-ით (12.3 მლნ. აშშ. დოლარით) გადააჭარბა.