ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში საქართველოში პირველი მცურავი მზის სადგური ამოქმედდა.

პროექტი დაფინანსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.

„USAID მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხო ენერგეტიკულ მომავლს. გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში, ქვეყანაში პირველი მცურავი მზის სადგურის დამონტაჟდა. ქარხანა ყოველწლიურად გამოიმუშავებს 300 000 კვტ/სთ-ს ელექტროენერგიას, რომელიც მოხმარდება მიმდებარე ხეხილის ბაღების სარწყავ სისტემას.

განახლებადი ენერგიის გამოყენება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ეს არის USAID-ის მიერ მხარდაჭერილი განახლებადი ენერგიის რამდენიმე პროექტი საქართველოში“, - ნათქამია USAID/Georgia-ს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.