ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის აპრილის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,39 ათასი ტონა, რაც 0,57 ათასი ტონით ანუ 31,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,82 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის აპრილის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,68 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 0,45 ათასი ტონა (18,8%); ირანი - 0,27 ათასი ტონა (11,3%); გერმანია - 0,24 ათასი ტონა (10%), და სხვ.
2024 წლის აპრილის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 10,9 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 2,8%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (10,6 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მ/წლის აპრილის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 49,5% (5,4 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან, 41,3% (4,5 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან, 6,4% (0,7 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 2,8% (0,3 ათასი ტონა) - რუსეთიდან.