აზერბაიჯანში კარტოფილის ჩიფსებს აქციზურ საქონელს მიაკუთვნებენ.

სააგენტო „Report“-ის ცნობით, ეს გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტში, რომელიც 2027 წლის ბიუჯეტის პაკეტშია შეტანილი.

მოსალოდნელია, რომ პროდუქციის თითო კილოგრამზე 1 მანათის ოდენობის აქციზური გადასახადი დაწესდება.