სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, „ტრმაპის გზის“ პროექტს სომხურ-ამერიკული კომპანია მოემსახურება.

ამის შესახებ მირზოიანმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 13 ოქტომბერს, შარმ-ელ-შეიხში ჰქონდა საშუალება, შეხვედროდა აზერბაიჯანელ კოლეგას, რა დროსაც განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირების ფართო სპექტრი, მათ შორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გახსნის საკითხიც.

მირზოიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გახსნა მოხდება ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოების იურისდიქციის პრინციპების დაცვის საფუძველზე.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე „ტრამპის გზის“ პროექტის შესახებ მოლაპარაკაბები ამერიკულ მხარესთან მიმდინარეობს და გადაწყვეტილების შესახებ ყველა საკითხზე შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი.

1tv.ge