გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 77.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.37% წინა კვირასთან შედარებით და +1.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 190 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 76.70 - 79.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 57 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.00% წინა კვირასთან შედარებით და -0.11% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 355 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.30 - 45.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 115 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 23.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.00% წინა კვირასთან შედარებით და - 0.21% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 172 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.20 - 24.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.