„საგანძურის მარათონში“ კონკურენცია სულ უფრო მძაფრდება - ამჯერად, მოთამაშეები არა მხოლოდ საკუთარი შედეგისთვის, არამედ საგვარეულოს პირველობისთვისაც იბრძვიან. თითოეული მონაწილეს აქტივობა გავლენას ახდენს მისი საგვარეულოს საერთო შედეგზე, რაც ლიდერობისთვის ბრძოლას ყოველდღიურად ცვლის.
ყველაზე ძლიერი საგვარეულოს ტიტულისთვის ერთმანეთს ხარჯიანები, ბარათიშვილები, დოვლათიანები და ანაბრიძეები ეჯიბრებიან. ლიდერებს შორის სხვაობა მცირეა, ამიტომ, მარათონის დასრულებამდე ლიდერი შესაძლოა რამდენჯერმე შეიცვალოს.
„საგანძურის მარათონში“ ახლა მხოლოდ პირადი გამარჯვება აღარ არის მთავარი - მოთამაშის თითოეული ნაბიჯი საკუთარი საგვარეულოსშედეგზეც აისახება. შესაბამისად, საგვარეულოს გასაძლიერებლად ყველაზე მარტივი გზა თავად მარათონში აქტიურობაა. მონაწილეებს, ასევე,შეუძლიათ, თამაშში ოჯახის წევრები და მეგობრები ჩართონ და საგვარეულოს ახალი წევრები შემატონ.
მარათონის მასშტაბს საპრიზო ფონდიც აჩვენებს - ფინალური ეტაპისთვის 50 000 ლარიაგათვალისწინებული, ხოლო ამ ეტაპზე, უკვე გამოვლენილი და დასაჩუქრებულია დაახლოებით 200 გამარჯვებული 250 000-ლარიანი საერთოსაპრიზო ფონდიდან.
მარათონის ფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად, ბრძოლა კიდევ უფრო საინტერესო ხდება - ვინ დაიკავებს პირველი ადგილს: ხარჯიანები, ბარათიშვილები, დოვლათიანები თუ ანაბრიძეები?პასუხი შესაძლოა ყოველდღიურად შეიცვალოს დასაბოლოო გამარჯვებულს, სწორედ, მონაწილეები საქტიურობა გამოავლენს.
საგანძურისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზეგადადის. „საგანძურის მარათონში“ ჩართვა კი, თიბისის მობაილბანკიდან შეგიძლია - შემოდი, იპოვეშენი საგვარეულო და დაეხმარე მას ლიდერობის მოპოვებაში. ვინ იცის, იქნებ სწორედ შენმა აქტიურობამ შეცვალოს რეიტინგი.













