გალთ & თაგარტის 8–12 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები, წინა კვირასთან შედარებით, მინუსში გავიდა. თიბისიმ და საქართველოს ბანკმა 3%–ზე მეტი დაკარგეს.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 49.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.32% წინა კვირასთან შედარებით და - 4.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 262 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 48.80 - 51.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.61% წინა კვირასთან შედარებით და -4.35% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 145 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.25 - 32.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.06 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.31% წინა კვირასთან შედარებით და +1.08% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 181 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.90 - 13.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.