სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2026 წელს ქარელის მუნიციპალიტეტში 10 მილიონ ლარამდე ღირებულების კაპიტალურიპროექტები განხორციელდება. პროექტების შედეგად გაუმჯობესდება სარწყავი ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და ფერმერებისთვის წყლის მიწოდების შესაძლებლობები.

ქარელის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 5 333 558 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2 066 899 ლარზე მეტი ღირებულების ორი პროექტი - შაქშაქეთის დიუკერისავარიული წყალგამშვები ფარისა და სათავენაგებობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალურარხზე ხიდის მოწყობა.

ამასთან, დაგეგმილია მდინარე მტკვრიდან სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის წყალაღების უზრუნველყოფის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 2 100 000 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 3 240 ჰექტარზე გაუმჯობესდება.

კაპიტალურ პროექტებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, საექსპლუატაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. აიწმინდა და მოწესრიგდა 115 კმ სიგრძისსამელიორაციო არხები, შეკეთდა 5 მსხვილიჰიდროტექნიკური ნაგებობა, ხოლო სხვადასხვატიპის 84 ჰიდროტექნიკური ნაგებობა შეიცვალა ანშეკეთდა.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონისსხვა მუნიციპალიტეტებშიც. 2026 წელს რეგიონში ჯამში 21 მილიონ ლარამდე ღირებულებისკაპიტალური პროექტები განხორციელდება, რომელთა შედეგად წყალუზრუნველყოფა 13 600 ჰექტარზე გაუმჯობესდება. რეგიონში უკვე დასრულებულია სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 5 პროექტი, ხოლო დაგეგმილია კიდევ 2 პროექტის განხორციელება.

ამასთან, საექსპლუატაციო ღონისძიებების ფარგლებში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გაიწმინდა დამოწესრიგდა 278 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები, შეკეთდა 18 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ხოლო სხვადასხვა ტიპის 294 ჰიდროტექნიკურინაგებობა შეიცვალა ან შეკეთდა.

სოფლის მეურნეობის განვითარებისა და რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად ახორციელებს როგორც სამშენებლო-სარეაბილიტაციო, ისე საექსპლუატაციო სამუშაოებს, რაც სარწყავიინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებასა დაფერმერებისთვის საიმედო წყალმომარაგებისუზრუნველყოფას ემსახურება.