რატომ ჩამოართვა ნათია ჯანაშიამ საქართველოს მოქალაქეობა შვილებს და როგო...
საზოგადოებას
შევახსენებთ, რომ აფბას
რეაქცია შვილებთან, მით
უმეტეს არასრულწლოვან
ბავშვებთან დაკავშირებული
ინფორმაციის
გამჟღავნებისა და მათი
მანიპულაციური
გამოყენების მიმართ იყო
უკიდურესად ნეგატიური.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ
ნათია ჯანაშიას, რომ
შეეწყვიტა ბინძური
სპეკულაციები შვილების
გამოყენებით და
ბიზნეს-დავაში მათი
ჩართვისგან თავი
შეეკავებინა. სამწუხაროდ,
ჩვენი შეგონება და
მოწოდება ნათია ჯანაშიამ
და მისმა მეუღლემ უარყვეს
და აგრძელებენ ისეთი
ნაბიჯების გადადგამს,
რომელიც ჩვენ შეშფოთებას
და საზოგადოების
სამართლიან გულისწყრომას
იმსახურებს”, – აცხადებს
“ახალგაზრდა ფინანსისტთა
და ბიზნესმენთა
ასოციაციის” – აფბას
ხელმძღვანელი, გიორგი
კაპანაძე.კაპანაძის თქმით,
აფბას მონიტორინგის
სამსახური სერიოზულად
განიხილავს იმ
გარემოებასაც, თუ რამდენად
აკონტროლებენ ამა წლის
დასაწყისში გარემოცვაზე
გადაფორმებულ
საგამომცემლო რესურსებს
ჯანაშია და მისი მეუღლე,
რადგან სწორედ ამ
რესურსებზე ჩნდება საეჭვო
მასალები ნათია ჯანაშიას
შვილებთან და მათ
ადგილმდებარეობასთან
დაკავშირებით.აფბას
ანალიტიკოსი, ბაჩანა
ჯინჭარაძე იზიარებს
გიორგი კაპანაძის
შეშფოთებას და ასევე
მიუთითებს დამამძიმებელ
გარემოებაზე. „ამ
რესურსებზე ნათია
ჯანაშიას და მისი მეუღლის
სახელით ვრცელდება ისეთი
ინფორმაციები, რომელიც
მხოლოდ მათმა საახლობლო
წრემ იცოდა, ან საერთოდ,
ოჯახის გარდა არავინ იცოდა
და რატომღაც ფართო
საზოგადოებისთვის ხდება
ცნობილი. მაგალითად, არავინ
იცოდა და, ნათია ჯანაშიამ
გაახმაურა, რომ მის არცერთ
შვილს საქართველოს
მოქალაქეობა არ აქვს და
აშშ-ს პასპორტებით
სარგელობენ. ჩემთვის
გაუგებარია, რომ ადამიანი,
რომელიც, ერთის მხრივ,
საქართველოზე და ქვეყნის
სიყვარულზე მაღალფარდოვან
ესსეებს აქვეყნებს,
საკუთარ შვილებს უცხო
ქვეყნის პასპორტით ზრდის
და უარს ამბობს
საქართველოს
მოქალაქეობაზე. ჩნდება
კითხვები: რატომ ჩამოართვა
ნათია ჯანაშიამ შვილებს
საქართველოს მოქალაქეობა?
რაში გაცვალა საკუთარი
სამშობლო?მაგრამ ეს ჩვენი
განსახილველი საკითხი არ
არის, რადგან ფარისევლობის
ხარისხზე და მორალურ
პასუხისმგებლობაზე ჩვენ
დღეს არ ვსაუბრობთ.ერთხელ
თქვა გიორგი კაპანაძემ და
მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ
მრავალწლიან პრაქტიკაში
ასეთი მდაბიო საქციელი
ბიზნესის
წარმომადგენლების მხრიდან
არ შეგხვედრია. გარდა
იმისა, რომ ეს მიუღებელია
ბიზნესისთვის, მიუღებელია
ყველანაირი თვალსაზრისით
– ადამიანურით და
ქართველურით. რადგან
არასრუწლოვნების ნების
გარეშე, ნათია ჯანაშია და
მისი მეუღლე შვილებით
მანიპულირებენ. გარდა
იმისა, რომ ნათია ჯანაშიამ
გაახმაურა შვილების
მოქალაქეობა, მანვე
გაავრცელა ინფორმაცია
მისი 3 შვილის
ადგილმდებარეობის
შესახებ. სამწუხაროა, რომ
იდეაფიქსის ყველანაირად,
ყველა ხერხის გამოყენებით
მიღწევის სურვილი,
საკუთარი შვილების ფარად
გამოყენებადაც კი უღირთ და
არ იხევენ უკან ბავშვების
ინტერესების უმძიმესად
დაზიანების ხარჯზეც კი”, –
ამბობს ჯინჭარაძე.მისი
თქმით, ნათია ჯანაშიას მიერ
ბოლო პერიოდში
გავრცელებული
განცხადებები, რომ აშშ-ის
საელჩო საქართველოში მალე
განიხილავს ამერიკის 5
მოქალაქეზე ზეწოლის ფაქტს
(საუბარია მის შვილებზე),
მისი მხრიდან აშკარად დიდი
დოზით შეიცავს შანტაჟისა
და მანიპულაციის ნიშნებს
სწორედ აშშ-ის საელჩოს
მიმართ.ახლა საკითხავია,
დაინტერესდება თუ არა
აშშ-ის საელჩო საქართველოს
მოქალაქე წყვილის, ნათია
ჯანაშიასა და დავით
ცეცხლაძის 5 შვილს საიდან
აქვთ აშშ-ის პასპორტები,
რის საფუძველზე მიენიჭათ
მათ ამერიკის შეერთებული
შტატების მოქალაქეობა და
ხომ არ მოხდა
სამართლებრივი გადახრები
მოქალაქეობის მინიჭების
დროს? ასევე საინტერესოა,
თუ არიან თავად ჯანაშია და
ცეცხლაძე აშშ-ს
მოქალაქეები და იხდიან თუ
არა გადასახადებს
ამერიკის შეერთებული
შტატების ხაზინაში?აფბას
ხელმძღვანელი გიორგი
კაპანაძე დასძენს, რომ
ჯანაშია-ცეცხლაძის
წყვილის ხუთივე შვილის
აშშ-ის მოქალაქეობა არის
საკითხის ფაქტობრივი
მხარე, ხოლო რაც შეეხება ამ
ფაქტის მორალურ ასპექტს, აქ
საქმე, კაპანაძის აზრით,
გაცილებით მძიმედაა.
“მორალური თვალსაზრისით,
სრულიად გაუგებარია, რატომ
უნდა ჩართო შვილები, მათ
შორის, და განსაკუთრებით,
არასრულწლოვანები,
ბიზნესდავაში. რატომ უნდა
გახადო მათი
მოქალაქეობრივი
კუთვნილება, პირდაპირ რომ
ითქვას, უსაგნო და მხოლოდ
პიარკონტექსტზე
ორიენტირებული შანტაჟის
საგანი. ფაქტია, ნათია
ჯანაშია, როცა
“აკადემიასთან”
დაკავშირებულ მის
ნარატივს სჭირდება,
ცდილობს მოგვევლინოს,
როგორც ქართული
განათლების სექტორის და
მოწაფეთა საუკეთესო
ინტერესების უანგარო
დამცველი, ქართველი
პატრიოტი, რომელიც
საქართველოზეა უსაზღვროდ
შეყვარებული და სამშობლოს
უდიდესი სიყვარულით ზრდის 5
შვილს, ხოლო როცა
ბიზნესდავასთან
დაკავშირებით მის უსუსტეს
პოზიციებს საერთაშორისო
კონტექსტით სჭირდება
“გამაგრება”, იქ მისი
“ამერიკელი” შვილების
მოქალაქეობაზე აპელირებს
და საქართველოში აშშ-ის
საელჩოს დახმარების იმედი
აქვს. აღარც სამშობლო
ახსოვს და აღარც
საქართველოს სიყვარული.
მისი დროშაც, გერბიც და
ჰიმნიც სხვა ქვეყნისაა და
მისი სამშობლოც იქ
არის.ყველაფერს რომ თავი
დავანებოთ, ეს ყოველივე
უსაგნოსთან ერთად,
არათანმიმდევრულადაც
გვეჩვენება, რაც ნამდვილად
არ მეტყველებს დადებითად
ნათია ჯანაშიას
პოზიციებზე ამ
ბიზნესდავაში”, – აზუსტებს
გიორგი კაპანაძე.
1780309414