სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.

2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.2% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით განისაზღვრა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ზრდის წინასწარ მონაცემებზე ისაუბრა.

„წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილები შეიტანა შემდეგმა დარგებმა - დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი.

ქვეყანაში დარეგისტრირდა 6 200-მდე ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ ზრდა მოდის, როგორც ინდმეწარმეების, ისე შპს-ების სეგმენტზე ძირითადად ადგილობრივი მეწარმეების მიმართულებით“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.