კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის 71.06 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 654.63 მილიონი ლარით (0.93% ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.32%-ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.20% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
მარეგულირებლის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 530.64 მლნ ლარით (1.31%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 123.99 მლნ ლარით (0.41%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.32%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.77 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 20.31 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.39%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.27 %-ით მეტი).
2026 წლის თებერვლის განმავლობაში 0.95%-ით, ანუ 351.47 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 37.17 მილიარდი ლარი შეადგინა.
2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.78% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, უცვლელია).












