ლონდონის ბირჟაზე ტოპ 100-ში შემავალი კომპანიების სია ოფიციალურად განახლდა.

საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდა, ხოლო ცვლილება ძალაში დღეს, 23 მარტს შევიდა.

FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.

ინფორმაციისთვის, Lion Finance Group- ლონდონისსაფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზეორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომუნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არისსაქართველოს ბანკი და ამერიაბანკი.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ლონდონის საფონდობირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელსკი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა