ერაყმა ნავთობის ექსპორტი კირკუკ-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით განაახლა.
ამის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Northern Oil Company-ში აცხადებენ.
„ნავთობის ექსპორტი თურქეთის ჯეიჰანის პორტის გავლით დაიწყო“, - კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო INA.
3 მარტს, Shafaq News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერაყის ქურთისტანიდან თურქეთის ჯეიჰანის პორტის გავლით ნავთობის ექსპორტი დროებით შეჩერდა. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე ნავთობკომპანიამ რეგიონში რამდენიმე საბადოზე ოპერაციები შეაჩერა.













