საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ეს არის უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის. ათწლეულების განმავლობაში პატრიარქი იყო საქართველოს სულიერი სიმტკიცის, ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლო.

პატრიარქის ღვაწლი ქართული კულტურისა და განათლების განვითარებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში განუზომელია.

ვუსამძიმრებთ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს.

მისი უკვდავი სახელი და დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიასა და ჩვენს გულებში, როგორც ქვეყნის სიყვარულისა და შემწყნარებლობის მაგალითი.