საბაჟო გამშვებ პუნქტზე - "ყაზბეგი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის  რამდენიმე  ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს (საერთო წონით 248,95 გრამი) ნაკეთობები  და ძვირფასი ქვები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 76 669 ლარი შეადგინა.

ერთი  სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში  36 322 ლარით დაჯარიმდა.