ლაშა ტუღუში - არაადეკვატური ფასები ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიკური ზუ...
როგორც მან აღნიშნა,
პოლიტიკური ცენტრის
გარეშე შეუძლებელია
არსებობდეს არაადეკვატური
ფასები მნიშვნელოვან
პროდუქტებზე, რომელიც
ქუჩაში იყიდება.“ე.წ.
მთავრობა ძალიან ცუდ
დღეშია. მას მხარდაჭერა არ
აქვს. საზოგადოების დიდი
ნაწილი აპროტესტებს იმ
პოლიტიკას, რომელიც
ქვეყანას აქვს საგარეო და
საშინაო თვალსაზრისითაც.
ეს ძალიან „პოპულარული“
საკითხები: ფასები
სურსათზე, ბენზინი,
ენერგომატარებლები და ა.შ.
არის ის გზა, ანკესი,
რომელზედაც არის
წამოგებული საკითხები, რაც,
მათი აზრით, მოაგებინებს
საზოგადოების გულს. თუმცა
ის არგუმენტები რაც
მოჰყავთ, ხანდახან
პარადოქსულია. როცა გვინდა
ფასები შევამციროთ, ლოგიკა
არის აბსოლუტურად
განსხვავებული. ფასები თუ
გვინდა შევამციროთ,
კონკურენცია უნდა
გავზარდოთ. მეორე მხრივ,
გარკვეულწილად, უნდა
შევისწავლოთ ის თუ რატომ
არის ადგილობრივი
პროდუქტი
არაკონკურენტული. აქ
ჩნდება სხვა
კითხვებიც.მაგალითად
პოლიტიკოსებს, რომელიც
იმპორტით არიან
დაკავებულები, ხომ არ აქვთ
ინტერესი, რომ ადგილობრივი
წარმოება არ განვითარდეს
და კონკურენცია გაიზარდოს?!
ადვილია იმპორტი - იყიდე
გაყიდე, ვიდრე აწარმოო და
ქარხნები და ფერმები აშენო.
იოლი ფული ქმნის პრობლემას.
რაც შეეხება მაღაზიებისა
თუ მარკეტების რაოდენობას,
მგონი პირიქითაა, რაც უფრო
მეტია მარკეტი, მეტია
კონკურენცია და წესით უფრო
დაბალი უნდა იყოს ფასი.
საკუთარ თავს ხომ არ
დააბრალებენ, ამიტომ
არგუმენტი მოიყვანეს
აბსურდული, რომელიც
დათვლადია და აბსოლუტურად
საპირისპირო სურათია. ჩემი
აზრით, უფრო მეტად
კორუფციული საკითხებია
ფასებთან მიმართებით და
ვფიქრობ, რომ ეს არის აქ
მნიშვნელოვანი“, -
განაცხადა ლაშა
ტუღუშმა.რაც შეეხება
ფასებთან დაკავშირებით
მთავრობის მიერ შექმნილი
სამუშაო ჯგუფის
შემადგენლობაში სუს-ის
უფროსის, მამუკა
მდინარაძის ყოფნას,
ტუღუშის თქმით, სუს-ი
პროცესში ჩართული არ უნდა
იყოს, რადგან მისი ფუნქცია
არ არის ფასები.„სუს-ი არის
ტოტალური კონტროლისა და
მართვის ინსტრუმენტი,
რომელიც ხშირად ანაცვლებს
აღმასრულებელი
ხელისუფლებისა თუ
საკანონმდებლო
ხელისუფლების შტოებს.
ზოგჯერ
მნიშვნელოვანწილად,
ზოგჯერ მთლიანად. არანაირი
ეკონომიკური რისკების
გადაზღვევის კომპეტენცია
სუს-ს არ გააჩნია. ზღაპრებს
ვისმენთ“, - განაცხადა
ტუღუშმა.გარდა ამ თემისა,
კიდევ ერთი საკითხი, რასაც
ის შეეხო, არის
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველოს“
მიერ ჩატარებული კვლევა,
რომლის მიხედვითაც
პარლამენტის 41 დეპუტატს
ბიზნესთან აქვს კავშირი.
როგორც ტუღუშმა აღნიშნა,
პოლიტიკასთან ასოცირებული
საზოგადოების ძალიან
მცირე ნაწილი აკონტროლებს
ქვეყნის რესურსების
უდიდეს
ნაწილს.„საერთაშორისო
გამჭვირვალობა“ ძალიან
საინტერესო კვლევებს
აქვეყნებს. ესეც ძალიან
საგულისხმო კვლევაა, რაც
გვეუბნება იმას, რომ აქ
ძალიან დიდი რისკებია და
რაც უნდა გადააზღვიონ ე.წ.
რისკები, სწორედ ესაა. ეს
არის რაც აისბერგის ზედა
ნაწილია. დაახლოებით
ნახევარ მილიარდზეა
საუბარი. ამის ქვემოთ არის
ძალიან საინტერესო, რაც
ერთი შეხედვით დამალულია
და ბევრად მეტი რესურსი
იქნება დაკავშირებული
ასეთი ტიპის გარიგებებთან,
როდესაც საზოგადოების
ძალიან ვიწრო ნაწილი,
რომლებიც, როგორც წესი,
არიან პოლიტიკასთან
შეზრდილები, ან არიან
პოლიტიკოსები, ან
პოლიტიკის ცენტრის
ირგვლივ ტრიალებ, ისინი
ფლობენ ქვეყნის
რესურსების უდიდეს ნაწილს.
აკონტროლებენ ამ
რესურსებს, მერე ერთმანეთს
დაერევიან ხოლმე ამ
რესურსების გამო, ზოგჯერ
იჭერენ, ათას უბედურებას
მართებენ ერთმანეთს,
ამიტომ ვერ ვითარდება ეს
ქვეყანა იმ კურსითა და ისე
სათანადოდ, რისი
პოტენციალიც გააჩნია.
დარწმუნებული ვარ,
ქვეყანაში რომ იყოს
განსხვავებული
მმართველობის სტილი, ეს
ქვეყანა მართლა გააოცებდა
მსოფლიოს იმდენად დიდი
პოტენციალი აქვს. ამიტომაც
არის ჩვენ ასეთი
პრობლემები რომ გვაქვს -
ძალიან მცირე ნაწილს აქვს
დიდი ფული და უდიდესი
ნაწილი არის ან მშიერი, ან
შიმშილის ზღვარზე.ჩვენ
ვსაუბრობთ იმის თაობაზე,
რამდენად არის რეალურად
მონოპოლიზებული ვიღაცების
ხელში რესურსები. ისევ
ფასებს რომ დავბრუნდეთ, თუ
არაადეკვატური ფასებია, ეს
იმას ნიშნავს, რომ არსებობს
პოლიტიკური ზურგი და
პოლიტიკური ზურგი საიდან
არსებობს? სხვა
კონტინენტიდან? -
ბუნებრივია, ეს პოლიტიკური
ზურგი აქ არსებობს, ამ
შენობიდან 2-3 კილომეტრში,
სადაც ძალაუფლება
კონცენტრირებულია. მათ
გარეშე შეუძლებელია. თუ ეს
არ არის გამაგრებული
პოლიტიკური ცენტრისგან,
მათ გარეშე შეუძლებელია
არსებობდეს არაადეკვატური
ფასები მნიშვნელოვან
პროდუქტებზე, რომელიც
ქუჩაში იყიდება. სწორედ ეს
სისტემაა აქ პრობლემური.
ბიზნესთან შეზრდილი
დეპუტატები, რომლებიც
არიან არის პოლიტიკის
ნაწილი.ეს მოქმედებს
საზოგადოებაზე, რესურსები
ერთ ადგილზე იკრიბება და ეს
ქმნის ამას. ბატონებს მინდა
ვუთხრა: კონკურენცია კი არ
უნდა შეზღუდონ,
კონკურენცია უნდა
გაზარდონ. დაფიქრდნენ და
შეამოწმონ, რატომ არ
ვითარდება ადგილობრივი
წარმოება. დეპუტატები თუ
სხვები, რომლებიც
მოკალათებულები არიან
გემრიელ სკამებზე, ისინი
რით არიან დაკავებულები
ძალიან საინტერესოა. მათი
ბიზნესები რაზეა
ორიენტირებული,
მნიშვნელოვანწილად
საბიუჯეტო სახსრებსა და
იმპორტზე, რომელიც მათთვის
მარტივია საკონტროლოდ.
სხვათა შორის,
სპეცსამსახურებიც ძალიან
გემრიელად სარგებლობდნენ
და ალბათ ახლაც
სარგებლობენ. ლოგიკურად
ასეა. მთელი ეს შეკრული
სისტემაა, რომელიც
ემსახურება ვიწრო წრეს, მათ
ჯიბესა და მათ
გამდიდრებას“, - განაცხადა
ტუღუშმა.
1769076775