ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის მაისის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,94 ათასი ტონა, რაც 0,15 ათასი ტონით ანუ 7,2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,09 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის მაისის თვეში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,44 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: გერმანია - 0,34 ათასი ტონა (17,5%); ირანი - 0,28 ათასი ტონა (14,4%);  ნიდერლანდები - 0,11 ათასი ტონა (5,7%), და სხვ.

2024 წლის მაისის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 11,7 ათასი ტონა, რაც 1,8 ათასი ტონით ანუ 18,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,9 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მ/წლის მაისის თვეში  საავიაციო ნავთის იმპორტის 30,8%  (3,6 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთიდან,  30,8% (3,6 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან,  20,5% (2,4 ათასი ტონა) - ლიბიიდან,  17,9% (2,1 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან.