საქართველოდან ექსპორტირებული ვაშლის 92% რუსეთზე მოდის - ამაზე მიუთითებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

„2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 7.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით 10.0 ათასი ტონა ვაშლი.წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 28%-ით (2.2 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 47%-ით (2.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდა.

ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (9 197 ტონა); 540 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა ბელარუსში, 83 ტონა სომხეთში და 21 ტონა ერაყში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება ფასებს, სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.73 დოლარია, რაც 15%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.