საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებთან ერთად, თურქმენბაშის საპორტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საოპერაციო საქმიანობაში არსებულ გამოწვევებს გაეცნო, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სარკინიგზო-საბორნე გადაზიდვებზე.
პორტი თურქმენეთის დასავლეთით, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და აზია-ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავსადგურია.
მხარეები მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებამდე, რომელსაც თურქმენული მხარე სამომავლოდ გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ახორციელებს, სარკინიგზო ბორნების არასრული დატვირთვის პირობებში, მოცდენების და მასთან დაკავშირებული ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ერთობლივ კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ.













