ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, გავშალეთ ციფრები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, - განუცხადა ჟურნალისტებს Retail Association-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიკო ქაშაკაშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფო, თავისი მხრივ მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს.

„ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე. გავშალეთ ციფრები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ყველა, აბსოლუტურად გამჭვირვალედ, არის მზად, რომ ნებისმიერი ციფრი გაიაროს უკვე ინდივიდუალურ რეჟიმშიც, ჯგუფურ რეჟიმშიც. საერთოდ არ ყოფილა დამტკიცების რეჟიმში საუბარი. ეს იყო დიალოგი, ძალიან კონსტრუქციული, ორმხრივი. დაისვა კითხვები ჩვენი მხრიდანაც, მათი მხრიდანაც.

დღესაც გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება. სახელმწიფო, თავისი მხრივ მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. რაღაც გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება“, - აღნიშნა სოფიკო ქაშაკაშვილმა.