ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ჩოკოშვილმა მგზავრთა და კონტეინერების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის წევრებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მებაჟე ოფიცრებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შეხვედრის მსვლელობისას, ხელმძღვანელმა პირებმა ხაზი გაუსვეს უწყებათაშორისი დანაყოფის ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ თითოეულ მებაჟე ოფიცერს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვისა და აკრძალული/ შეზღუდული საქონლის გადაადგილების ეფექტიანი კონტროლის პროცესში.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის პირველი მოადგილე, ოთარ რიკაძე, ასევე მოადგილეები მერაბ არახამია, ირაკლი თევდორაძე, დავით მდინარაძე და კიაზო ახალაია.