აშშ-ის ფედერალურმა ღია ბაზრის კომიტეტმა (FOMC) შეამცირა თავისი საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 4.75%-5.0%-იან დონემდე, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველი ასეთი შემთხვევაა. ამავდროულად, ევროზონაში ინფლაცია სამი წლის მინიმუმამდე – 2.2%-მდე შემცირდა, რაც მაინც აღემატება ევროზონის სამიზნე მაჩვენებელს.

სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა შერეული მოძრაობებით გამოირჩეოდა ფედერალური რეზერვის შეხვედრის მოლოდინში: 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა სტაბილურად 3.62%-ზე დარჩა, 30-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 3.92%-მდე შემცირდა, ხოლო 2-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 3.57%-მდე გაიზარდა.

ინვესტორების შეშფოთება რუმინეთის ფისკალური პერსპექტივის გამო იზრდება, რადგან ქვეყანა ორმაგ არჩევნებს უახლოვდება. ამავდროულად, თურქეთში მზარდმა ინფლაციამ გაზარდა ინტერესი TLREF ობლიგაციების მიმართ, რომლებიც ცენტრალური ბანკის განაკვეთზეა მიბმული და დაახლოებით 50%-იან შემოსავლიანობას იძლევა.

პუბლიკაცია უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.