ნავთობის ფასი 2025 წელს ბაზარზე ჭარბი მიწოდების გამო შემცირდება – პროგნოზირებენ Citi Research-ის ანალიტიკოსები. ისინი ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს "ბრენტის" ფასი, საშუალოდ, 60 დოლარი იქნება ერთ ბარელზე.

ნავთობის ბაზარს 2025 წელს დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ბარელით ჭარბი მიწოდება შეექმნება, მაშინაც კი, თუ "ოპეკი პლუსი" შეინარჩუნებს წარმოების შეზღუდვებს არსებულ დონეზე.

როგორც ცნობილია, ამ თვის დასაწყისში "ოპეკი პლუსმა" ოქტომბრისთვის დაგეგმილი წარმოების შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნა დეკემბრამდე გადადო.

ნავთობზე მოთხოვნის ზრდა მომავალ წელს, რომელიც პროგნოზირებულია 900 000 ბარელზე ნაკლები დღეში, ადვილად დაიფარება "ოპეკის" არაწევრი ქვეყნებიდან წარმოების მოსალოდნელი ზრდით, ამბობენ Citi-ს ანალიტიკოსები. თუკი "ოპეკი პლუსი" დაიწყებს წარმოების შეზღუდვების მოხსნას, ბაზარზე ნავთობის მეტი ჭარბი იქნება.