წლის ადამიანები 2024 - "ბანკები და ფინანსების" ვერსია
გაზეთი „ბანკები და
ფინანსები“ წლის
ადამიანების ვერსიას 1999
წლიდან აქვეყნებს. ეს არის
გაზეთის, ვებგვერდ www.bfm.ge-ის
შემოქმედებითი ჯგუფის,
მენეჯმენტისა და გაზეთის
ტრადიციული
რესპონდენტების
თვალსაზრისი.წლის
ადამიანად (წლის
ადამიანებად)
დასახელებისას, გამოცემის
მიერ მთავარ კრიტერიუმად
განსაზღვრულია, რომ
დასახელებულს უნდა
ჰქონდეს შესრულებული
განსაკუთრებული როლი
საქართველოში ან/და
საქართველოსთან
მიმართებით მსოფლიოში
მიმდინარე პროცესებში,
გასული წლის მანძილზე
მომხდარ და დაფიქსირებულ
მოვლენებში. ხაზი ესმება,
რომ ეს ზეგავლენა და ამა თუ
იმ პიროვნების აღნიშნული
როლი, შესაძლოა, იყოს
როგორც დადებითი, ისე
უარყოფითი.2024 წლის
გამოკითხვის შედეგად, წლის
ადამიანად დასახელდა
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი
დონალდ
ტრამპი.შეუძლებელია
გადაჭარბებით შეაფასო
მისი გაპრეზიდენტების
ფაქტი, როგორც ჩვენი
ქვეყნისთვის, ისე
შეერთებული შტატებისა და
მთელი მსოფლიოსთვის. ორჯერ
შეთქმულებას და უშუალოდ
საარჩევნო კამპანიის წინა
პერიოდში
ტყვიასგადარჩენილი
ტრამპი, ფაქტობრივად
რევოლუციონერია. იგი „დიფ
სთეითის“ დამარცხებას
აპირებს. ნეოლიბერალიზმის,
მისი და თანამოაზრეების
აზრით, მსოფლიოზე
ნეგატიური ზემოქმედების
აღკვეთას ფიქრობს, აშშ-ის
გავლენის გაძლიერება და
ტერიტორიული განვრცობაც
კი სურს (კანადა, პანამა,
გრენლანდია და ა.შ.),
მიგრანტების ნაწილის
დეპორტაციასაც
აპირებს,ტრამპი
მორალურ-ეთიკური
მაქსიმების თავგამოდებული
მომხრეა, რაც ყველაზე
მკაფიოდ და რელიეფურად
ოჯახის ინსტიტუტის
გაძლიერების სურვილში
ვლინდება.საქართველო
სულგანაბული ადევნებს
თვალს ამ ახალ სიოს ოკეანის
გაღმიდან,
პოზიცია-ოპოზიცია 20
იანვარს ელოდება, ჰა და ჰა 20
თებერვალს, ან 20 მარტს და
მზადაა პოტომაკის
ნაპირებიდან გაჟღერებულ
ვერდიქტს
დაემორჩილოს.ასეა ეს! რა
იქნება და როგორ იქნება
ძნელი სათქმელია, მაგრამ
უდაოა, რომ არც საქართველო
და არც შეერთებული შტატები,
არც ევროპა და ევროკავშირი,
რასაკვირველია, ის აღარ
იქნება, რაც ტრამპის
გამარჯვებამდე იყო.მეორე
პოზიციაზეა ბიძინა
ივანიშვილი, რომელმაც
მიუხედავად გლობალური
კონიუნქტურის შეცვლისა და
სერიოზული საპროტესტო
მოძრაობისა, ძალაუფლება
შეინარჩუნა. დანაქადებს და
დანაპირებს პირნათლად
ასრულებს - უნდა 2030-მდე
მართოს
საქართველო.მართლაც
გამორჩეული ქველმოქმედი
და მოღვაწეა, რომელმაც უკვე
დაიმკვიდრა ადგილი
საქართველოს ისტორიაში,
თუმცა, არად დაგიდევთ, რომ
ახალი დემოკრატიის
ქვეყანაში, როგორიცაა
საქართველო, ორი ან
მაქსიმუმ სამი ვადის
შემდეგ, ხელისუფლება
უეჭველად უნდა შეიცვალოს,
რაც ქვეყნის
განვითარებისთვის
აუცილებელი წინაპირობაა,
რადგან საქართველო არ არის
კონსოლიდირებული
დემოკრატიის მქონე
ქვეყანა, სადაც მყარი
ინსტიტუტებია და ერთ
პოლიტიკურ ძალას (როგორც
მაგალითად ისეთ ქვეყნებში,
როგორიცაა იაპონია,
გერმანია და ა.შ.) შეუძლია
ორზე მეტი ვადის
განმავლობაში იყოს
ხელისუფლებაში. სანქციები?
სანქციები რა ბედენაა, რაც
სანქციების ქვეშ მოხვდება,
ერთი იმდენი იქ ექნება,
სადაც მისაწვდომობა
იმათაც კი არა აქვთ...მესამე
ადგილი გამოკითხულებმა
ერთ დიდებულ ქართულ ოჯახს
მიაკუთვნეს. სოფიო
კვაშილავა და თემურ მელია
თერთმეტ შვილს უზრდიან
ქვეყანას. სოფიომ
თანამოაზრეებთან ერთად
შექმნა მრავალშვილიანი
დედების ორგანიზაცია
„გენი ქართული“. თემურმა
თსუ მექანიკა-მათემატიკის
ფაკულტეტი დაამთავრა,
სოფიომ კი
საინჟინრო-ეკონომიკური.
ჯანმრთელობა, დღეგრძელობა
და კეთილდღეობა ამ
ყოველმხრივ მისაბაძ
ქართულ ოჯახს.გამოკითხვის
თითოეული მონაწილე
ასახელებდა, მისი აზრით,
წლის სამ ყველაზე
გავლენიან
პიროვნებას/ჯგუფს. ქულების
შეჯამების შემდეგ
დადგინდა გამოკითხვის
სამი ლაურეატი და მომდევნო
საუკეთესო
ათეული.ტრადიციულად,
გამოკითხვის შედეგები
ქვეყნდება გაზეთის
საახალწლო ნომერში.გაზეთ
„ბანკები და ფინანსების“
სოციოლოგიურმა ჯგუფმა
შეაჯამა გამოკითხვის
შედეგები. ლაურეატები, წლის
პირველი სამი ადამიანი
დასახელებულნი არიან
გამოკითხვისას მიღებული
ქულების შესაბამისად.
მომდევნო საუკეთესო
ათეულის სიას კი გთავაზობთ
გვარის ანბანის რიგის
მიხედვით.თითოეული
ჟურნალისტის და თითოეული
რესპონდენტის მიერ
დასახელებულ სამ
ნომინანტს ენიჭებოდა
პირველი ადგილისთვის 10
ქულა, მეორე ადგილისთვის - 7,
ხოლო მესამე ადგილისთვის - 5
ქულა. გამოკითხვის
მონაწილეებს, ტექნიკური
ჯგუფი ამცნობდა, რომ
შეეძლოთ სავარაუდო
გამარჯვებულად როგორც
ერთი ადამიანის, ისე
ადამიანთა ჯგუფის
დასახელება, როგორც
საქართველოს
მოქალაქეების, ისე
უცხოეთში მცხოვრები
ქართველების, ასევე სხვა
ქვეყნის მოქალაქეების
დასახელება.1999 წლიდან
მოყოლებული, წლის
ადამიანებად „ბანკები და
ფინანსების“ გამოკითხვის
შედეგად, აღიარებულ
იქნენ:ნინო
ანანიაშილიედუარდ
შევარდნაძეგიორგი
კანდელაკიილია IIმიხეილ
სააკაშვილიზურაბ
ჟვანიაგიგა ბოკერიაბიძინა
ივანიშვილითბილისში 2015
წლის 13 ივნისის სტიქიით
მიყენებული ზარალის
სალიკვიდაციო სამუშაოების
მონაწილე მოხალისეებილაშა
ტალახაძესალომე
ზურაბიშვილივაჟა
გაფრინდაშვილიგიორგი
ჩაფიჩაძე და კოვიდთან
მებრძოლი ქართველი
ექიმებიმიხეილ
ლომთაძეხვიჩა
კვარაცხელიაბიძინა
ივანიშვილიგთავაზობთ
გაზეთ „ბანკები და
ფინანსების“ წლევანდელი
გამოკითხვის პირველ
სამეულსა და ათეულის
დანარჩენ წევრებს:ლაშა
ბექაურიდიდი სპორტსმენი.
ლაღი და გულწრფელი.
არაორდინალური პიროვნება.
ხალისიანი და გმირი მთის
კაცი. კარგს იზამს თუ უფრო
მკაფიოდ გაემიჯნება
პოლიტიკურ ბატალიებს.
საქართველოში თავისი
გამორჩეული შვილები
პოზიცია-ოპოზიციას სჯობს
ერთნაირად
უყვარდეს.გიორგი
გახარიადაიმსახურა წლის
ადამიანებს შორის ყოფნა,
დაიმსახურა ისეთი
შეფასება ოცნების საპატიო
თავმჯდომარისგან,
როგორიცაა „გარეწარი“ და
ამას დამსახურება უნდა.
მართალია, პარტია ვერ
შექმნა, სათანადოდ
სტრუქტურირებული და ვერც
სოლიდური ფინანსები
მოიძია, მაგრამ პოლიტიკაში
მეტ-ნაკლებად
ჩახედულებისთვის მაინც
ისაა დღემდე „ოცნების“
რეალური
ალტერნატივა.მატილდა
გვარლიანიგანუმეორებელი
ხიბლი და შარმი. ქართული
ეშხი. სვანური კდემა და
ზვიადი სიდიადე,
შუმერულ-ქალდეურ-კოლხური
გენეტიკური მეხსიერება და
მარადისობასთან
წილნაყარობა. უდაოდ
იმსახურებს წარმატებას
მსოფლიოს
პოდიუმებზე.სალომე
ზურაბიშვილიარია და აურ-
დაურია. შეიძახა: „მარტოკამ
უნდა ვიომო, მთელმა ჯარეგამ
მნახოსა“-ო. პოლიტიკური
პარტნიორებიდან, არავინ
ენდობოდა, არავის უყვარდა.
საგარეო მინისტრად
მომპატიჟებელი, გაემიჯნა
და მტრად მოიკიდა, „არ
კაცნია, ქაჯნიაო“ შეიძახა
და ივანიშვილიც მოიმხრო,
პრეზიდენტის სავარძელიც
მოირგო და არც ტახტის
დათმობას აპირებს. რას
მოიმოქმედებს, თუ ამ
ქვეყანაში სამოქალაქო
დაპირისპირება რეალური
გახდა, ძნელი სათქმელია.
არადა, ბევრი მასზეა
დამოკიდებული, რამეთუ
ევრობიუროკრატია და
შტატების მიმავალი
ადმინისტრაცია, მასზე დებს
ფსონს და არა მიხეილ
სააკაშვილზე, ნიკა
გვარამიაზე ან ხაზარაძე
-„ლელოზე“. ხვიჩა
კვარაცხელია და
საქართველოს ფეხბურთელთა
ეროვნული
ნაკრებიგანუმეორებელი
ქართულ-კოლხური
ნიჭიერებით აღბეჭდილი
ფეხბურთთან და მის
ფესვებთან მიმაახლოებელი
კეთილშობილი რაინდი,
უკლებლივ ყველა
თანამებრძოლთან და
მწვრთნელთან, ვილი
სანიოლთან ერთად. ევროპული
ტრიუმფალური დებიუტი,
რომელიც იმედია მსოფლიო
საფეხბურთო ფიესტაზე
განმეორდება.ირაკლი
კობახიძეპრემიერ-მინისტრი,
რომელმაც თანამდებობა
შეინარჩუნა, ივანიშვილის
განუსაზღვრელი ნდობით
სარგებლობს, მაღალი რანგის
ინტელექტუალია და ამას
ოპონენტებიც აღიარებენ,
პარლამენტის თავმჯდომარის
პოსტიდან სკანდალური
გადაყენების შემდეგ,
პოლიტიკაში უფრო მაღალ
პოზიციაზე დაბრუნდა და
მიმდინარე ურთულეს
სიტუაციაში ჯერჯერობით
წარმატებით უმკლავდება
სირთულეებს. 28 ნოემბრის
განცხადების
არაერთგვაროვანი
შეფასების მიუხედავად,
პოსტსაც ინარჩუნებს და
პროცესის სადავეებიც ხელთ
უპყრია ივანიშვილის
ხელდასმით.ანდრია
ფუტკარაძესაბავშვო
ევროვიზიის გამარჯვებული.
უნიჭიერესი,
არაჩვეულებრივი
მუსიკალური მონაცემების
მქონე, ემიგრანტი დედის
უსაშველო მონატრებით და
წკრიალა ქართული ხმით
ასახელა საქართველო.
1735560752