აზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა სატესტო რეჟიმში დაიწყეს.

ინფორმაციას ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „აქტაუში ყაზახეთ-ჩინეთის საგზაო ტრანსპორტის ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ისტორიაში პირველად კურიკისა და ბაქოს საზღვაო პორტების გავლით ტვირთის საცდელი სატრანზიტო ავტოტრანსპორტირება ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით დაიწყო.“

კერძოდ, პირველი სამი ჩინური სატვირთო ავტომობილი, რომლის წონაც 80 ტონას შეადგენდა, ჩინეთის სინცზიან-უიღურის ავტონომიური რაიონის ქალაქ ურუმჩიდან გავიდა და 23 მაისს კურიკის პორტში ბორანზე შევიდა, რომ ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე მგზავრობისთვის ბაქოში გადავიდეს.

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტისა და ტრანსპორტის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე, ალი ალტაი აცხადებს, რომ ჩინეთიდან დასავლეთის ქვეყნებს ასობით მილიონი ტონა ტვირთი საზღვაო გზით 52 დღის, ხოლო მცირე მოცულობის ტვირთი რკინიგზით 22 დღის განმავლობაში მიეწოდება. რაც შეეხება საავტომობილო ტრანსპორტს, ალტაის შეფასებით, შუა დერეფნის გამოყენებით ავტოტრანსპორტირება დროს 12 დღემდე ამცირებს, რომლის დროსაც ტვირთის მიწოდება „კარდაკარ,” შუალედური დატვირთვა/გადმოტვირთვის გარეშე ხდება.

BPN.GE