საქართველო ცნობილია თავისი ბუნების სიმდიდრით, მაგრამ ბევრმა არ იცის, რამდენად დიდი პოტენციალია იმ მცენარეებში, რომლებიც ჩვენს გარშემო იზრდებიან. სწორედ ამ იდეაზეა აწყობილი „ფარკონის“ ისტორია – კომპანია, რომელიც 1997 წლიდან ველური სამკურნალო მცენარეებს, ტყის ხმელ კენკრას, სანელებლებსა და დაფნის ფოთლებს აგროვებს და ამუშავებს. მათი ყველა პროდუქტი საქართველოში მოყვანილი და შეგროვებულია.

დღეს ფარკონის მფლობელობაში 2 საწარმოო ობიექტია, რომლებიც იმერეთში, კერძოდ, ქუთაისსა და ვანში, ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში მდებარეობს. საწარმოების ჯამური ფართობი 7000 კვადრატულ მეტრზე მეტს შეადგენს. კომპანიას 40-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული და მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი თავისი პროდუქციით.

კომპანია ბაზარზე რამდენიმე ბრენდითაა წარმოდგენილი:

ფარკონი”- პირველი სავაჭრო ნიშანი, რომელიც სამკურნალო მცენარეებს: ბალახეულსა და ველურ კენკრას მოიცავს. საქართველოს კლიმატური პირობები და მცენარეული სამყაროს მრავალფეროვნება, კომპანიას საშუალებას აძლევს აწარმოოს სამკურნალო თვისებებით მდიდარი სხვადასხვა პროდუქცია.

ხომლი ქართული სურნელოვანი სანელებლების ხაზია, რომელიც ტრადიციულ რეცეპტებზეა დაფუძნებული. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სანელებლები, რომლებიც ჯანსაღ კლიმატურ პირობებში მოპოვებული მცენარეებით მზადდება, განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს სძენს ხომლს. პროდუქცია თავისი ეკოლოგიურობითა და არომატულობით გამორჩეულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ქართული დაფნის სახელით კი კომპანია წარმოდგენილია საკუთარ პლანტაციაში მოყვანილი, სერთიფიცირებული დაფნის ფოთლის პროდუქციით.

წელს, კომპანიის დამფუძნებელმა, მამუკა ალფაიძემ გადაწყვიტა, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქარხანა, სუფთა ენერგიითაც მოემარაგებინა და ქარხანაში მზის პანელების დამონტაჟება გადაწყვიტა.

ამ იდეის გასახორციელებლად მან უკვე ბევრი წლის პარტნიორ, ფინანსურ ინსტიტუტს, პროკრედიტ ბანკს მიმართა.

საქართველო არა მხოლოდ ფლორა-ფაუნით, არამედ ენერგიის ალტერნატიული წყაროებითაც მდიდარი ქვეყანაა. გადავწყვიტე, რომ ეს რესურსიც ამეთვისებინა და მზის პანელების საშუალებით მომემარაგებინა ქარხანა საჭირო ენერგეტიკული რესურსებით. ახლა უკვე, არა მხოლოდ თავად ქარხანა მოიხმარს მზის ენერგიას, არამედ ამ რესურსის სხვა დამკვეთზე რეალიზაციაც შესაძლებელია. ჩვენს ქვეყანაში ვფიქრობ ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.“ - მამუკა ალფაიძე.

მზის პანელებისგან მიღებული განახლებადი ენერგია ამცირებს სათბურის გაზების გამოყოფას და ელექტროენერგიის კომუნალურ გადასახადებს. ამ ინიციატივის განხორციელების შემდეგ ფარკონი გახდა კიდევ უფრო მეტად ეკომეგობრული ობიექტი და შეუერთდა იმ ბიზნესების რიცხვს, რომლებიც ალტერნატიული ენერგიის მოხმარებით ქვეყანაში გარემო პირობების გაუმჯობესებას უწყობენ ხელს.

მამუკა ალფაიძის თქმით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, იყოს მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი სუნელ-სანელებლებისა და მცენარეების მიწოდებაში, რომლებიც ქართული ავთენტურობით გამოირჩევა. ფარკონი სწორედ ამ იდეას ემსახურება თავისი საქმიანობით და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ამ უნიკალური კულტურისა და ტრადიციის კიდევ უფრო გაფართოებას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც.