თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით 5-დან 19 ივლისის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი გაიმართება.

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. ფესტივალი ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართებ, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი.

წელს ფესტივალი მეშვიდედ ტარდება. წინა წლების მსგავსად, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასი.

5 ივლისი | ფესტივალი გახსნა - პიოტრ ჩაიკოვსკისგედების ტბ. მთავარ პარტიებს მარიამ ლომჯარია და ავსტრალიის ბალეტის წამყვანი სოლისტი დავი რამოსი შეასრულებენ.

7-8 ივლის | პ. ჩაიკოვსკისმძინარე მზეთუნახავ“. სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ინგლისის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები ემა ჰოუსი და აიტორ არიეტა, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები მარიამ ელოშვილი და მასააკი გოტო.

10 ივლის | ალექსანდრ კრეინისლაურენსია, ვახტანგ ჭაბუკიანის ლეგენდარული ქორეოგრაფიით, ნინო სამადაშვილისა და ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტის გიორგი ფოცხიშვილის მონაწილეობით.

12 ივლის | საქართველოს სახელმწიფო ბალეტის პროგრამა საბალეტო გალათი დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და საერთაშორისო ვარსკვლავები.

17-19 ივლის | ფესტივალი დახურვა - პინა ბაუშის ლეგენდარული დასი Tanztheater Wuppertal Pina Bausch სპექტაკლით „Masurca Fogo“.

თიბისი მრავალი წელია ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარების ერთგული მხარდამჭერია. ბრენდი ხელს უწყობს ისეთ კულტურულ ინიციატივებსა და ღონისძიებებს, რომლებიც საზოგადოებას მსოფლიო დონის ხელოვნებასთან აკავშირებს და ქვეყნის კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებას ემსახურება. სწორედ ამ მიზანს ეხმიანება თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალის მხარდაჭერაც.