ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთისრესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო დასრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფათურქერ არის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფინანსთამინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყებამიულოცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორისურთიერთთანამშრომლობის საკითხები, როგორცორმხრივი, ისე რეგიონული მნიშვნელობისპროექტებში.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბაჟოადმინისტრაციებს შორის არსებულ მჭიდროპარტნიორობაზე, რომელიც მოიცავს, როგორცსაზღვრის კვეთის პროცედურების ხელშეწყობის,ისე სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებისსაკითხებს, ასევე, საქონლისა და მგზავრებისშეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასადა ვაჭრობის წახალისებას.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა,ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასმაქსიმალურად ხელი შეუწყოს.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრისმოადგილე ეკატერინე გუნცაძე.