ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალის შედეგები უკვე ცნობილია. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი წელს მარტის თვიდან მიმდინარეობს და მასში 92 გუნდმა და 392 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების, მეცნიერების და ინოვაციების პოპულარიზება.
წელს, საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან, კონკურსში მონაწილე 92-მა გუნდმა წარმოადგინა პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, შემდეგ მიმართულებებში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ.) და რობოტექნიკა.
კონკურსანტების პროექტები შეაფასა დარგის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ და შეარჩია 29 ნახევარფინალისტი გუნდი.
13-14 ივნისს გაიმართა ჟიურის შეხვედრა ნახევარფინალისტებთან და პროექტების წარდგენა, რის შემდეგაც გამოვლინდა შემდეგი ფინალისტი გუნდები:
MARINEGUARD - სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
DIDOSTATI - ქ. თბილისის 175-ე საჯარო სკოლა
GIRLS IN AGRO- ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
STARFISH - სსიპ ქ. ბათუმის #6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა
BEES –სსიპ ვლადიმერ კომაროვის ქ. თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199-ე საჯარო სკოლა
კარლსონი - სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42-ე საჯარო სკოლა
PEST PATROL - შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა
ანაბასისი - სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისი
CREEN TECH - სსიპ ბაღდათის #2 საჯარო სკოლა
BI-STABLE - სსიპ ქ.თბილისის # 54 და –სსიპ ვლადიმერ კომაროვის ქ. თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლების ნაკრები
TECHNOVISION - ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
ნახევარფინალისტები ზაფხულის განმავლობაში იმუშავებენ საკუთარი პროექტების პროტოტიპების შექმნასა და დახვეწაზე. შემოდგომაზე კი ფინალურ ეტაპზე წარდგებიან, სადაც ჟიური გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს.
პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.
მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM ბანაკებში და სასწავლო პროგრამებში აშშ-სა და ევროპაში, ხოლო ფინალისტი გუნდები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.
კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი.