კონფერენციამ 500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა და ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები.eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები საცალო ვაჭრობის მომავალი, ელექტრონული კომერციის ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო კომერცია იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია, გადახდების უსაფრთხოება, მომხმარებლის ნდობა, ლოგისტიკა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები.ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გასცნობოდნენ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები.საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
1794408770
როგორც ნათია თურნავამ განმარტა, კანონპროექტის მიზანია წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკის გადახედვა და იმ პროცედურების გამარტივება, სადაც ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება შესაძლებელია.მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საფინანსო, განსაკუთრებით კი საბანკო სექტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პირველ ადგილზეა. სექტორზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 36-40% მოდის, რაც საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესის მაჩვენებელია.„რადგან ეს დარგი არის ნომერი პირველი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, ჩვენც უნდა გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯი და ამ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, პროცედურების გამარტივება არ გულისხმობს საზედამხედველო მოთხოვნების შემსუბუქებას. ეროვნული ბანკი კვლავ მკაცრად შეაფასებს საქართველოში შემოსვლის მსურველი ინვესტორების შესაბამისობას დადგენილ კრიტერიუმებთან.ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე აღიარებული მაღალი რეიტინგების გათვალისწინებას რათა იმ შემთხვევებში, როდესაც საფინანსო ინსტიტუტს ან მის მარეგულირებელ გარემოს მაღალი საერთაშორისო შეფასება აქვს, აღარ გახდეს საჭირო ყველა საკითხის ნულიდან გადამოწმება.ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი ღიაა სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან ინვესტიციების მოზიდვისთვის და მიესალმება როგორც ინდური, ისე ყაზახური, ბრიტანული და სხვა ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების ინტერესს.„ეს ცვლილება განპირობებულია არა კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად, არამედ დარგის განვითარების დინამიკიდან გამომდინარე. პრივილეგია არავის სჭირდება და არც ისარგებლებენ. საუბარია იმაზე, რომ თუკი არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი რეიტინგი, ჩვენ ეს მივიღოთ მხედველობაში და ნულიდან არ დავიწყოთ იმ საკითხის გადამოწმება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სარეიტინგო კომპანიების მიერ უკვე შეფასებულია“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.სების პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა. პარლამენტმა 76 ხმით მხარი დაუჭირა აღნიშნულ დოკუმენტს.
1794408595
როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ეკონომიკისა და საფინანსო სექტორისთვის ეროვნული ვალუტის მიწოდება. ამ პროცესში გადამწყვეტია არსებული მოთხოვნა და ფინანსური სისტემის საჭიროებები.მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში, მათ შორის ბოლო თვეებში, ლარის ლიკვიდობაზე მოთხოვნა შემცირებულია, რის გამოც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხების სახით იმავე მოცულობის რესურსის მიღება აღარ სჭირდებათ. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ჭარბი ლიკვიდობის ბაზრიდან ამოღებას, ე.წ. სტერილიზაციას ახორციელებს.ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ლარის ლიკვიდობის სათანადო მიწოდება მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის, მზარდი ვაჭრობის, მომსახურებისა და ინვესტიციების დასაფინანსებლად. მისი განმარტებით, ლარის რესურსის არასაკმარისი მიწოდება ეკონომიკაში დეფიციტს შექმნიდა და ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებდა.
1794407160
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ინფლაციის მიმდინარე დინამიკაზე, მის გამომწვევ ფაქტორებსა და საშუალოვადიან პროგნოზებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, მიმდინარე წელს ინფლაციის ზრდა, ძირითადად, საგარეო ფაქტორებით, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსებისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების გაძვირებით არის განპირობებული. „ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის შედარებით ხისტი კომპონენტები, რომლებიც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, მთლიან ინფლაციასთან შედარებით დაბალ დონეზე ნარჩუნდება. ოქტომბრის მდგომარეობით, საბაზო ინფლაციამ 3.9%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 4.0% შეადგინა“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება მომდევნო თვეებში დასტაბილურდება და საგარეო ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%-ს, ხოლო 2027 წელს 3.5%-ს შეადგენს. მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მიმართ ფრთხილ და მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომას ინარჩუნებს. „სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით, პრევენციული მიზნით, 2026 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტამდე გავზარდეთ და ამ ეტაპზე უცვლელად ვინარჩუნებთ. თუ დავინახავთ, რომ ინფლაციური მოლოდინები და მეორე რაუნდის ეფექტები ძლიერდება, მზად ვართ პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გასამკაცრებლად. ხოლო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების კვალდაკვალ, განაკვეთის ეტაპობრივი შემცირების შესაძლებლობა გვექნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. გამოსვლაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალია. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 7.4% შეადგინა. „ზრდის ამგვარი სტრუქტურა ხელს უწყობს ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის გაფართოებას და ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს. ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 7.2% იქნება, ხოლო 2027 წელს ზრდის ტემპი ეტაპობრივად დაუახლოვდება გრძელვადიან დონეს და 5.5%-ის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე შეფასებით, სტრუქტურული ეკონომიკური ცვლილებები დადებითად აისახება ქვეყნის საგარეო პოზიციაზეც. კერძოდ, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 2.9% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში 2.5%-მდე შემცირდა. საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას ხელს უწყობს როგორც მომსახურებით, ისე საქონლით ვაჭრობის დადებითი ტენდენციები.ნათია თურნავამ ყურადღება ასევე გაამახვილა გაცვლითი კურსის სტაბილურობასა და ლარიზაციის ზრდაზე. მისი განცხადებით, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებისა და ხელსაყრელი ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. „2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მთლიანი დეპოზიტების 57% ეროვნულ ვალუტაშია განთავსებული, რაც 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 8.3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ამავე პერიოდისთვის, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 58.5% ლარშია დენომინირებული. ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს ლარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაძლიერებასა და ფინანსური სისტემის სავალუტო რისკების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას ემსახურება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და ხელსაყრელი ფუნდამენტური ფაქტორები საერთაშორისო რეზერვების შემდგომი ზრდისთვის საფუძველს ქმნის. „2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში წმინდა შესყიდვების მოცულობამ უკვე გადააჭარბა გასული წლის მთლიან მაჩვენებელს და 3.37 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს, 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელმა 130% შეადგინა“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, რეზერვების მოცულობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი ეფექტიანი მართვა და დივერსიფიკაცია. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში მონეტარული ოქროს წილის ზრდას და სარეზერვო აქტივების ვალუტების მიხედვით დივერსიფიკაციას აგრძელებს.კერძოდ, 2026 წელს ეროვნულმა ბანკმა დამატებით, ჯამურად 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. ოქტომბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1,365.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია. ამასთან, სარეზერვო აქტივებში დაემატა ბრიტანული ფუნტი და გაიზარდა ჩინური იუანისა და ევროს აქტივების ფლობა.ნათია თურნავამ გამოსვლის დასასრულს აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება, რაც საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას გაზრდის პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.
1794405741
ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ქალს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლოს ხელოვნური ინტელექტი 10 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში 100%-იანი დაფინანსებით.ვის შეუძლია AI სტიპენდიის მიღება?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. წინასწარი პროფესიული გამოცდილება ან ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობა აუცილებელი პირობა არ არის - აპლიკანტების შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.როგორ უნდა შეავსო განაცხადი?საქართველოს ბანკის AI სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა: ეწვიო სასტიპენდიო პროგრამის ვებგვერდს და შეარჩიო სასურველი აკადემია და სასწავლო კურსი; შეავსო ელექტრონული განაცხადის ფორმა; წარადგინო სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერ, რატომ გაინტერესებს არჩეული მიმართულება და როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას. პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბერს დასრულდება.როგორ ხდება სტიპენდიატების შერჩევა?განაცხადების მიღების შემდეგ აკადემიები აპლიკაციებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით განიხილავენ. შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: აპლიკაციების პირველადი გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შეფასება. შერჩევის პირობები და კრიტერიუმები პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?AI სტიპენდიით გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის სწავლა 10 პროფესიულ აკადემიაში არის შესაძლებელი, მათ შორისაა: სმარტ აკადემია - Smart Academy; თბილისის კომუნიკაციის სკოლა - Tbilisi School of Communication; ციფრული ინდუსტრიის აკადემია - Academy of Digital Industries; აიტი აკადემია სტეპი - IT Academy STEP; ეჯაილ სქული - AgileSchool; სქილვილი - Skillwill; სქეილაფი - ScaleUp; ელექტრონული აკადემია - Electronic Academy; რე ედუქეითი - Re; დიზაინ ინსტიტუტი. პროგრამის, პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე და განათლების გზაზე არ გაჩერდე.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1794405720
„რამდენიმე მონაცემს გეტყვით და თვითონ განსაჯეთ, ლარის კურსი მყარია, რეზერვებმა ბოლო მონაცემებით 8 მილიარდ 25 მილიონს გადააჭარბა,რაც აკმაყოფილებს როგორც სავალუტო ფონდის, ისე საქართველოს კანონმდებლობას და პირიქით, მეტიც არის. ე.წ. ცუდი სესხები ჩამოსულია 2.4%-ზე, შედარებისთვის 2012 წელს ეს მაჩვენებელი იყო 12%, 2020 წელს 8-9%, ეს არის დაახლოებით ევროპული სტანდარტი, ევროპაში არის ქვეყნები, რომელსაც მეტი აქვს. მაგალითად: იტალია, ავსტრია და არის ნაკლებიც. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდება, პრობლემები ნაკლები აქვს საწარმოებს და ვალს იხდიან.2015 წელს ბანკებს ჰქონდათ გაცემული 16 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, დღეს არის 78 მილიარდზე მეტი. მაშინ პროცენტულად დოლარში იყო 65, ახლა არის 41%. უფრო მეტი არის ბიზნეს სესხები. რაც შეეხება ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებს-2015 წელს იყო 14 მილიარდი ლარი, დღეს არის 77 მილიარდ 400 მილიონი. აქედან 39 მილიარდზე მეტი ფიზიკური პირების არის, მათ შორის 13 მილიარდი ლარი არა რეზიდენტების. კარგია, რომ უცხოელებიც ენდობიან ქართულ ბანკებს და ათავსებენ ფულს, ხოლოდაახლოებით 26 მილირდი ლარი, ანუ 10 მილიარდი დოლარი ფიზიკურ პირებს, ქართველებს უდევთ ანგარიშზე. 10 მილიარდი დოლარი, წარმოგიდგენიათ? დოლარიზაცია 70% იყო , ახლა 43%-ზე ნაკლებია. ანუ პროცესები მიდის ნორმალურად და გამართულად“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. „რაც შეეხება ინფლაციას ყველასთვის ცნობილია, რომ არსებული მაჩვენებელი საგარეო ფაქტორებს უკავშირდება, მაგრამ მაინც რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. დეფლატორი 3%-ზე მეტი არ არის. ასევე უნდა ითქვას, რომ 2015 წელს ევროპაში და აშშ-ში ინფლაცია იყო 0, 2%-ზე ნაკლები, ახლა თითქმის 4%-ია, ზუსტად იმ პროცესების გამო, რაც ხდება მსოფლიოში და ჩვენ 3% როგორ როგორ დავრჩებოდით? თუ ყველაფერი ნორმალურად წავიდა და ნავთობის ფასები დაეცა, ყველაფერი ჩაჯდება თავის ნორმაში. ჩვენზე მეტად ამით ისეთი ქვეყნებია დაინტერესებული, როგორიც არის ამერიკა, ევროპაში, ხომ ვხედავთ, რაც ხდება? ფაქტია, რომ ქვეყნიდან ეს პრობლემა არ მოდის, თუნდაც იმიტომ, რომ მთავარი მაჩვენებელი ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი ნორმაშია და ერთ-ერთი საუკეთესოა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
1794405537
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
1793609291
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1793351751
აფბას მონიტორინგის სამსახურმა ნათია ჯანაშიას უძრავი ქონების შესწავლა ს...
1794207787
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1793261587
ქონების გადასახადის სახით, მარტო 2 სასახლეზე, ნათია ჯანაშიას 200 000 ლ...
1793955289











