„ძალიან დიდი პოლიტიკური ბატალიები მოჰყვა და თითზე დაიხვია ოპოზიციამ და ცალკეულმა ვაი-ექსპერტებმა. სინამდვილეში, ეს არის მარეგულირებელი კომისიისთვის უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს მოხმარების მიხედვით სხვადასხვა მოცულობის ტარიფები.შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მომხმარებლები, რომლებიც მცირე რაოდენობას მოიხმარენ, ესენი არიან რეგიონებში მცხოვრებლები, ეს არის სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული მოსახლეობა და ა.შ., რომელსაც მცირე მოხმარება აქვს, მისთვის ფინანსური ტვირთი იყოს დაბალი, ხოლო მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც ძირითადად უფრო შეძლებული ოჯახები არიან, რომელთაც აქვთ იგივე საცურაო აუზები და ათბობენ ამ საცურაო აუზებს ბუნებრივი აირით ან ასე შემდეგ, მათთვის დადგინდეს ცოტათი უფრო სხვანაირი ან უფრო მაღალი ტარიფი.ასეთი გამოცდილება არის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენც გვექნება ამის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში დავადგინოთ ასეთი დიფერენცირებული ტარიფები“, – თქვა ნარმანიამ.პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სემეკი უფლებამოსილია 2036 წლის 1-ელ იანვრამდე – წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით.
1794217638
მისი ინფორმაციით, საერთაშორისო რეზერვების დაგროვების შესაძლებლობა სავალუტო ბაზარზე არსებულმა ხელსაყრელმა პირობებმა შექმნა. 2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ამ მაჩვენებელმა 3.37 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელმა 130% შეადგინა. ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკას თანმიმდევრულად აგრძელებს.შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ეფექტიანი მართვისა და დივერსიფიკაციის მიზნით, 2024 წელს საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში მონეტარული ოქრო დაამატა. ამ სტრატეგიის ფარგლებში, 2026 წელს დამატებით ჯამურად 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1,365.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია.ამასთან, გაიზარდა სარეზერვო აქტივების ვალუტების მიხედვით დივერსიფიკაციაც. კერძოდ, საერთაშორისო რეზერვებს დაემატა ბრიტანული ფუნტი, გაიზარდა ჩინური იუანის და ევროს აქტივების ფლობა.სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით მონეტარული ოქროსა და სხვა ვალუტების წილის ზრდა რეზერვების დივერსიფიკაციას, გლობალური ინფლაციური რისკებისგან მათ დაცვასა და მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნებას ემსახურება.
1794217359
მისი განმარტებით, ეროვნული ბანკისგანახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წელსინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2027 წლისმეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იანმაჩვენებელს დაუახლოვდება.ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ინფლაციისმოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვნად იქნებადამოკიდებული გლობალურად მიმდინარემოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისობაზრებზე ენერგორესურსების ფასებზე. შესაბამისად, პროგნოზი ახლო აღმოსავლეთშივითარების დასტაბილურებისა და კონფლიქტიდანმომდინარე ინფლაციური წნეხის ეტაპობრივიგანეიტრალების დაშვებას ეფუძნება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით გაურკვევლობა კვლავმაღალია და ინფლაციური რისკები მწვავე რჩება.სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იმშემთხვევაში თუ საგარეო შოკების გავლენაინფლაციურ მოლოდინებზე აისახება და მეორერაუნდის ეფექტების რისკი გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის, მონეტარულიპოლიტიკა დამატებით გაამკაცროს. „ჩვენი მიზანია, რომ მას შემდგომ, რაც საგარეო შოკების გავლენაამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდესმიზნობრივ მაჩვენებელს“, - აღნიშნა ნათიათურნავამ.მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ინფლაციისმიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებისტენდენცია გამოიკვეთება, ეროვნულ ბანკსმონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივადშემცირებისა და ნეიტრალურ დონემდე მიყვანისშესაძლებლობა ექნება.
1794215615
CARTIF–ი CAREC - ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის) ფარგლებში შემუშავებული პირველი შეთანხმება იქნება, რომლის შეუფერხებელი მუშაობა ხელს შეუწყობს CAREC-ის წევრ ქვეყნებს, ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო მეტად გაამყარონ.შეთანხმების მიზანია ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა, არასატარიფო ბარიერების შემცირება, ციფრული ვაჭრობის განვითარება და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება. CARTIF – ის მოლაპარაკებებში საქართველოს გარდა ჩართულია ჩინეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი.მოლაპარაკებების მეორე რაუნდში საქართველოდან მომლაპარაკებებლთა ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. მომლაპარაკებლებმა მუშაობა დაასრულეს შეთანხმების ტექსტის სამ ოქმზე, რომლებიც ეხება ინვესტიციების ხელშეწყობას, სერვისების რეგულირებას და ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულობას.მინისტრის მოადგილემ აღნიშნული პროცესი დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების სხვა თავებზეც მოლაპარაკებები აქტიურად გაგრძელდება.გენადი არველაძის თქმით, საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას.
1794210930
ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მოხდა.„აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ქართული ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო პროფესიულ აუდიტორიას გააცნონ ქართული ღვინო, დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები და გააძლიერონ საექსპორტო პოზიციები აზიის ბაზარზე“, - აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.რიგით მე-18 გამოფენაში HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair წელს მსოფლიოს 25-მდე ქვეყნის 600-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა.ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე.ჰონკონგში ქართული ღვინის გადაზიდვები მცირეა. მიმდინარე წლის 9 თვეში ჯამში ამ მიმართულებით 34 ათასი დოლარის ღირებულების 3 332 ლიტრი ღვინო გავიდა, რაც 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს სამჯერ ჩამორჩება.
1794208185
შეგახსენებთ, აფბა აღნიშნული ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს აწარმოებს.აფბას მონიტორების თქმით, პრაქტიკულად დასრულებულია ნათია ჯანაშიას საკუთრებაში არსებული იმ აქტივების შესწავლა, რაც საქართველოში მდებარეობს. „როგორც ირკვევა, ნათია ჯანაშიას საკუთრებაშია:• 3 820 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საცხოვრებელი სასახლე ლისის ტბის მიმდებარედ (საბაზრო ღირებულება - 20 მილიონი ლარი);• 1677 კვ.მეტრ მიწაზე განთავსებული 297,6 კვ.მეტრის ფართობის ექსკლუზიური ვილა „ამბასადორი კაჭრეთში“ (საბაზრო ღირებულება - 5 მილიონი ლარი);• თბილისში, ბზის ქუჩაზე მდებარე 207 კვ.მ -ის ფართობის ბინა - (საბაზრო ღირებულება - 1 მილიონი ლარი);• თბილისში, ასათიანის ქუჩაზე (#10) მშენებარე 126 კვ.მ -ის ფართობის ბინა - (საბაზრო ღირებულება - 600 000 ლარი);• 4 000 კვ. მეტრის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ლისის მიმდებარედ (საბაზრო ღირებულება - 3 მილიონი ლარი);„ამ მონაცემებით ჩვენ ვასრულებთ ნათია ჯანაშიას საქრთველოში მდებარე იმ უძრავი ქონების შესწავლას, რაც მისმა ოჯახმა „აკადემიაში“ ინვესტორის შესვლის შემდგომ პერიოდში შეიძინა. მოპოვებული ინფორმაციიდან ბუნებრივად გამომდინარეობს, რომ ნათია ჯანაშიას აქტივების ზრდაში „აკადემიაში“ ინვესტორის გამოჩენას უდიდესი როლი უკავია“, - აცხადებენ აფბაში.ორგანიზაციის მკვლევრების თქმით, რაც შეეხება ნათია ჯანაშიას მთლიანი აქტივების ანალიზს, აქ პირველ რიგში გასათვალისწინებელია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-ის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი და დარჩენილი 30%-იანი წილის ღირებულება, რომლის გამოსყიდვის შეთავაზებაც 2024 წელს ინვესტორის მისთვის აქვს გაკეთებული. ასევე, გასათვალისწინებელია ის მოგება, რომელიც „ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ“ 2019-2025 წლებში დააგენერირა, რა პერიოდიდანაც აკადემიის საკონტროლო პაკეტს ინვესტორი ფლობს.ნათია ჯანაშიას საქართველოში არსებული მთლიანი აქტივების გაანალიზებისას ასევე გასათვალისწინებელია თავად მის მიერ რამდენჯერმე საჯაროდ ნახსენები ძვირადღირებული ავტომანქანები და კატარღები.ასევე, მართალია დადასტურებულად რთული სათქმელია თუმცა, მის მთლიან აქტივებში უნდა მოვიაზროთ საბრძოლო იარაღები, ძვირფასეულობა, საიუველირო ნაკეთობები, შვეიცარული საათები და სახელგანთქმული დიზაინერების ძვირფასი სამოსი, რომლებსაც ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის ოჯახი, სავარაუდოდ, ფლობს და რაც დეკლარირებული არ არის.ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის აქტივშია ასევე, მათთვის 5 წლის განმავლობაში, ინვესტორის მხრიდან, ყოველწიური სახელფასო ანაზღაურება - 1 მილიონი ლარის მოცულობით (ჯამში 5 მლნ ლარი), რაც უპრეცენდენტოდ მაღალი ანაზღაურებაა საგანმანათლებლო ბიზნესში“ , – აცხადებენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს მიმდინარე წლის გაზაფხულიდან აწარმოებს. მონიტორინგი,ინვესტორის წინააღმდეგ ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული დავის დასაწყისიდან 2 წლიან პერიოდს მოიცავს.დავა ნათია ჯანაშიამ ინვესტორის, - „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც მენეჯმენტ-კონტგრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.საყურადღებოა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური “საქართველოს განათლების ჯგუფის” მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს, რომელიც 2019-2024 წლებში “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მენეჯმენტში ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის დავით ცეცხლაძის ყოფნის 5 წლიან პერიოდში, 4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი რესურსის შესაძლო მიტაცება-გაფლანგვის ფაქტს უკავშირდება.
1794207787
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
1793609291
შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი აირის გაიაფება? - შესაძლებელია, თუ შუამა...
1793178394
ნათია ჯანაშია უმდიდრეს ქართველ ქალთა ათეულში - ვინ იყო ინვესტორი
1793175663
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1793351751
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1793261587









